bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Timothy 4
2 Timothy 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
1
გაფიცებ და მოგიწოდებ ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს თავისი გამოცხადებით და თავისი სუფევით,
2
იქადაგე სიტყვა, მზად იყავ დროულად და უდროოდ ამხილო, შერისხო, შეაგონო სრული სულგრძელებითა და დამოძღვრით.
3
რადგან დადგება ჟამი, როდესაც საღ მოძღვრებას არ შეიწყნარებენ, არამედ თავიანთი სიამოვნებისათვის შემოიკრებენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს.
4
ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიიქცევიან.
5
შენ კი იფხიზლე ყველაფერში, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება.
6
რადგან მე უკვე გამზადებული ვარ შესაწირავად, როგორც საღვრელი, ჩემი წასვლის ჟამმა მოაწია.
7
ვიღვაწე კეთილი ღვაწლით, გავასრულე ასპარეზი, რწმენა შევინახე.
8
ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული, და არა მარტო მე, არამედ ყველას, რომელთაც შეიყვარეს მისი გამოცხადების მოსვლა.
9
ისწრაფე, რომ მალე მოხვიდე ჩემთან.
10
რადგან დემასმა შეიყვარა ეს სოფელი და მიმატოვა. ის თესალონიკეში წავიდა, კრისკე – გალატიაში, ტიტე – დალმატიაში.
11
მარტო ლუკაღა არის ჩემთან. ხელი მოკიდე მარკოზს და თან წამოიყვანე, რადგან მჭირდება მსახურებისათვის.
12
ტიქიკოსი ეფესოში მივავლინე.
13
მოსასხამი, რომელიც ტროაში დავტოვე კარპესთან, წამომიღე, როცა წამოხვალ, აგრეთვე წიგნებიც, მეტადრე პერგამენტები.
14
მჭედელმა ალექსანდრემ დიდად მავნო. უფალმა მიუზღოს მის საქმეთაებრ.
15
შენც უფრთხილდი მას, რადგან ძალიან ეწინააღმდეგებოდა ჩვენს სიტყვებს.
16
ჩემი პირველი თავდაცვისას არავინ იყო ჩემთან, ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ.
17
ხოლო უფალი წარმომიდგა მე და გამაძლიერა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და მოესმინა ყველა წარმართს. და მე თავი დავაღწიე ლომის ხახას.
18
მომავალშიც დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან და დამიცავს თავისი ზეციური სამეფოსათვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
19
მომიკითხე პრისკა და აკვილა და ონისიფორეს სახლი.
20
ერასტოსი კორინთოში დარჩა, ხოლო ტროფიმე ავადმყოფი დავტოვე მილეტში.
21
ისწრაფე, რომ ზამთრამდე მოხვიდე. მოგიკითხავენ ევბულოსი და პუდენსი, ლინოსი და კლავდია და ყველა ძმა.
22
უფალი იყოს შენს სულთან. მადლი თქვენთან. ამინ.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
All chapters:
1
2
3
4