bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Timothy 2
2 Timothy 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 3 →
1
ამრიგად, შენ, ჩემო შვილო, გაძლიერდი მადლით, რომელიც ქრისტე იესოშია.
2
და რაც მოისმინე ჩემგან მრავალ მოწმესთან ერთად, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს, რომელთაც სხვების სწავლების უნარი ექნებათ.
3
გაიზიარე ჩემი ტანჯვა, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა.
4
არც ერთი მეომარი არ გაეხვევა ცხოვრებისეულ საქმეებში, რათა აამოს მეთაურს.
5
შეჯიბრშიც გვირგვინს ვერავინ მიიღებს, თუ უწესოდ იბრძოლებს.
6
მიწისმუშაკს მართებს პირველმა მიიღოს ნაყოფი.
7
დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე, რადგან უფალი მოგცემს ყველაფრის გაგებას.
8
გახსოვდეს მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე, დავითის შთამომავალი, ჩემი სახარების მიხედვით,
9
რომლისთვისაც ვიტანჯები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღმერთის სიტყვისთვის არ არსებობს ბორკილები.
10
ამიტომ ყოველივეს ვითმენ რჩეულთათვის, რათა მათაც მიიღონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებასთან ერთად.
11
სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდებით, მასთან ერთად ვიცოცხლებთ.
12
თუ მოვითმენთ, მასთან ერთად ვიმეფებთ. თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ.
13
თუ ჩვენ ურწმუნონი ვიქნებით, ის სარწმუნო დარჩება, რადგან საკუთარ თავს ვერ უარყოფს.
14
ეს შეახსენე და დაუმოწმე მათ ღმერთის წინაშე, არ იკინკლაონ სიტყვების გამო უსარგებლოდ, მსმენელთა დასაღუპად.
15
ეცადე თავი ღირსეულად წარუდგინო ღმერთს, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად.
16
მოერიდე უკეთურ ლაყბობას, რომელსაც ამგვარად მოქმედნი უღვთოებისაკენ მიჰყავს.
17
მათი სიტყვა სჭამს თავის გარშემო სირსველისავით. ასეთები არიან ჰიმენეოსი და ფილეტოსი,
18
რომლებიც განუდგნენ ჭეშმარიტებას. ამბობენ, რომ აღდგომა უკვე იყო და ზოგიერთებს უუკუღმართებენ რწმენას.
19
ღმერთის მტკიცე საფუძველი კი დგას და აქვს ეს ბეჭედი: „ცნობს უფალი თავისიანებს“ და „განშორდეს უსამართლობას ყველა, ვინც მოუხმობს უფლის სახელს.“
20
დიდ სახლში კი არა მარტო ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელია, არამედ ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიო, ზოგი არასაპატიო მოხმარებისთვის.
21
ამრიგად, ვინც ამისგან გასუფთავდება, ის იქნება საპატიო ჭურჭელი, განწმედილი და ხელმწიფისათვის სახმარი, ყოველი კეთილი საქმისათვის გამზადებული.
22
ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სამართლიანობას, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.
23
სულელურ და უმეცარ პაექრობებს მოერიდე. შენ ხომ იცი, რომ ისინი მხოლოდ უთანხმოებას ბადებენ.
24
ღმერთის მონას კი არ მართებს პაექრობა, არამედ თვინიერი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, უბოროტო.
25
მშვიდად ასწავლიდეს მოწინააღმდეგეთ, ვინძლო მისცეს მათ ღმერთმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად,
26
რათა გონს მოეგონ და თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც თავის ნებაში მოამწყვდია ისინი.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4