bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Timothy 3
2 Timothy 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 4 →
1
ეს კი უნდა იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მძიმე ჟამი დადგება,
2
რადგან ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარენი, ვერცხლისმოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი,
3
მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, თავშეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის უყვარულნი,
4
გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარულნი, ვიდრე ღმერთისა,
5
რომელთაც გარეგნული სახე ღვთისმოსაობისა აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ. ასეთებს ერიდე.
6
მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც იპარებიან სახლებში და ხელთ იგდებენ უგუნურ ქალებს, ცოდვებში ჩაფლულთ და სხვადასხვაგვარი გულისთქმებით შეპყრობილთ,
7
რომლებიც მუდამ სწავლობენ და ჭეშმარიტების შეცნობას ვერასდროს ვერ აღწევენ.
8
როგორც იანე და იამბრე წინ აღუდგნენ მოსეს, ასევე ესენიც ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას, როგორც გონებით გახრწნილი, რწმენაში უვარგისი ადამიანები.
9
მაგრამ ისინი შორს ვერ წავლენ, რადგან მათი უგუნურება ბოლოს ცხადი გახდება ყველასათვის, როგორც ეს იმათაც დაემართათ.
10
შენ კი მომყევი მე მოძღვრებაში, ქცევაში, განზრახვაში, რწმენაში, დიდსულოვნებაში, სიყვარულში, მოთმინებაში,
11
დევნებში, ტანჯვებში, რაც შემემთხვა მე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრაში. რა დევნანი არ გადავიტანე და ყველაფრისაგან მიხსნა უფალმა.
12
და ასევე იქნება დევნილი ყველა, ვისაც სურს ღვთისმოსავად იცხოვროს ქრისტე იესოში.
13
ბოროტი ადამიანები და თვითმარქვიები კი კიდევ უფრო უარესს გააკეთებენ, სხვებსაც შეაცდენენ და თავადაც ცდუნდებიან.
14
შენ კი მტკიცედ იდექი იმაზე, რაც გისწავლია და რაც გიწამებია, იცი, ვისგანაც გისწავლია.
15
შენ ხომ სიყრმიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება და ქრისტე იესოს რწმენით ხსნა.
16
მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, აღსაზრდელად სამართლიანობაში.
17
რათა ღვთის ადამიანი იყოს სრული და ყოველი კეთილი საქმისათვის მზადმყოფი.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4