bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Colossians 1
Colossians 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 2 →
1
პავლე, იესო ქრისტეს მოციქული ღმერთის ნებით, და ძმა ტიმოთე,
2
კოლოსეში მყოფ წმიდათ და მორწმუნე ძმებს ქრისტეში.
3
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან. ვმადლობთ ღმერთს, ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მამას მუდამ, როცა თქვენთვის ვლოცულობთ,
4
რომ გვესმის თქვენი რწმენის შესახებ ქრისტე იესოში და თქვენი სიყვარული ყოველი წმიდის მიმართ,
5
ზეცაში თქვენთვის გამზადებული სასოებით, რომელიც უკვე გესმათ სახარების ჭეშმარიტ სიტყვაში,
6
რომელიც მოვიდა თქვენთან ისევე, როგორც მთელ ქვეყნიერებაზე, და მოაქვს ნაყოფი და იზრდება ისევე, როგორც თქვენს შორისაც, იმ დღიდან მოკიდებული, როდასაც თქვენ ისმინეთ და შეიცანით ღმერთის მადლი ჭეშმარიტებაში,
7
როგორც ისწავლეთ ჩვენი საყვარელი თანამსახურის, ეპაფრასისაგან, რომელიც არის ქრისტეს სარწმუნო მსახური თქვენთვის,
8
მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულში.
9
ამისათვის ჩვენც იმ დღიდან, რაც ეს მოვისმინეთ, განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით ყოველ სიბრძნეში და სულიერ წვდომაში,
10
რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში აამოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღებით და ღმერთის შეცნობაში ზრდით,
11
მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების სიმტკიცისამებრ ყოველგვარ მოთმინებასა და სულგრძელებაში. სიხარულით
12
ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდათა მემკვიდრეობის ნაწილის ღირსი გაგვხადა ნათელში,
13
რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან და გადაგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში,
14
რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება,
15
ვინც არის უხილავი ღმერთის ხატი, პირმშო ყოველი ქმნილებისა,
16
რადგან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცათა შინა და მიწაზეა, ხილული და უხილავი: საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი.
17
იგი არის ყოვლის უწინარეს და ყოველივე მისით დგას.
18
ის არის ეკლესიის სხეულის თავი. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში იყოს პირველი.
19
რადგან მასში ინება მთელმა სისავსემ დამკვიდრება,
20
რათა მის მიერ შემოერიგებინა ყოველი, მშვიდობა დაემყარინა მისი ჯვრის სისხლით მიწაზე თუ ცათა შინა.
21
და თქვენც, რომელნიც ოდესღაც გონებით გაუცხოებულნი და მტრები იყავით თქვენი ბოროტი საქმეებით,
22
ახლა შეგირიგათ თავის ხორციელ სხეულში თავისი სიკვდილით, რათა დაგაყენოთ წმიდები, უბიწონი და უბრალონი თავის წინაშე.
23
ოღონდ უნდა დარჩეთ რწმენაში მტკიცენი და შეურყეველნი და არ გადაუხვიოთ სახარების სასოებას, რომელიც ისმინეთ, რომელიც ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში, რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.
24
ახლა ვხარობ, რომ ვიტანჯები თქვენს გამო და გასაჭირს, რაც ქრისტეს დააკლდა, ვავსებ საკუთარ ხორცში მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია,
25
რომლის მსახურიც მე გავხდი ღვთაებრივი განგების მიხედვით, რომელიც მომენიჭა თქვენთვის, – ღმერთის სიტყვის აღსასრულებლად,
26
საიდუმლოსი, რომელიც დაფარული იყო საუკუნეებში და თაობებში და ახლა გაემხილა მის წმიდებს,
27
ვისთვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, თუ რა არის ამ საიდუმლოს დიდების სიმდიდრე ყველა ერისათვის, – ეს არის ქრისტე თქვენში, დიდების სასოება,
28
რომელსაც ვქადაგებთ ჩვენ, რათა დავარიგოთ და განვსწავლოთ ყოველი ადამიანი ყოველ სიბრძნეში, რათა ყოველი კაცი სრულქმნილად წარვადგინოთ ქრისტე იესოში.
29
ამისთვის ვშრომობ და ვიღწვი მე მისი მოქმედებით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4