bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Colossians 2
Colossians 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 3 →
1
მინდა იცოდეთ, როგორ ვიბრძვი თქვენთვის, ლაოდიკელებისთვის და ყველასთვის, ვისაც ხორციელად არ უხილავს ჩემი სახე,
2
ვიბრძვი იმისთვის, რომ ინუგეშონ მათმა გულებმა, რომლებიც შეერთებულნი არიან სიყვარულში, რათა მოიხვეჭონ სრული გაგების სიმდიდრე ღმერთის, ქრისტეს საიდუმლოს შესაცნობად,
3
რომელშიც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის ყველა განძი.
4
ამას იმიტომ გეუბნებით, რომ არავინ შეგაცდინოთ მოჩვენებითი სიტყვებით.
5
რადგან, თუმცა ხორციელად შორს ვარ, სულით თქვენთან ვიმყოფები და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს მოწესრიგებულობას და თქვენს სიმყარეს ქრისტე რწმენაში.
6
ამიტომ, როგორც მიიღეთ ქრისტე იესო, უფალი, ასევე იარეთ მასში,
7
ფესვგადგმულებმა და მისით აღშენებულებმა, განმტკიცებულებმა რწმენით, როგორც განისწავლეთ, და მადლიერებით აღვსილებმა.
8
გაფრთხილდით, არავინ დაგატყვევთოთ სიბრძნისმოყვარეობითა და უაზრო ტყუილებით, ადამიანთა გადმოცემის მიხედვით, ამქვეყნიურ სტიქიათა და არა ქრისტეს მიხედვით.
9
რადგან მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაების მთელი სისავსე.
10
და თქვენ გაქვთ სავსება მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია.
11
მასში წინადაიცვითეთ ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ხორცის ცოდვილი სხეულის განძარცვით, ქრისტეს წინადაცვეთით.
12
ნათლისღებით მასთან ერთად დამარხულები, მასთან ერთადვე აღდექით ღმერთის მოქმედების რწმენით, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით.
13
და თქვენც, მკვდრები შეცოდებებში და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად. მან მოგვიტევა ყველა შეცოდება.
14
წაშალა ჩვენი ვალების ხელწერილი, რომელიც თავისი დებულებებით ჩვენს წინააღმდეგ იყო, გაანადგურა იგი და ჯვარს მიამსჭვალა.
15
განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საყოველთაოდ გამოააშკარავა ისინი და იზეიმა გამარჯვება მათზე, როგორც ტყვეებზე.
16
ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმლისა თუ სასმლისათვის, ან რაიმე დღესასწაულისათვის, ანდა ახალმთვარობათა და შაბათთათვის.
17
ესენი მომავლის ჩრდილია, სინამდვილე კი ქრისტეს სხეულია.
18
ნურავინ დააკნინებს თქვენს გამარჯვებას მოჩვენებითი თავმდაბლობით და ანგელოზების სამსახურით, ვინც ეპოტინება იმას, რაც არ უნახავს და ფუჭად ამპარტავნობს თავისი ხორციელი გონებით.
19
და არ უკავშირდება თავს, რომლისგანაც მთელი სხეული, სახსრებითა და კავშირებით შენივთებული და შეერთებული, იზრდება ღმერთისმიერი ზრდით.
20
თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით ამ ქვეყნიერების სტიქიათათვის, ამა ქვეყნის მცხოვრებთა მსგავსად რაღად მორჩილებთ მათ: –
21
„ნუ მიეკარები, ნუ იგემებ, ნუ შეეხები?“
22
ეს ყველაფერი იხრწნება ხმარებისაგან და კაცთა მცნებებისა და მოძღვრების შესაბამისია.
23
ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნულად ჰგავს სიბრძნეს ცრუთაყვანისცემით, თვითდაკნინებით და სხეულის დათრგუნვით. მას არავითარი ღირებულება არა აქვს და ხორცის წაქეზებაა მხოლოდ.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4