bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Colossians 3
Colossians 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 4 →
1
ამგვარად, თუ თქვენ აღმდგარი ხართ ქრისტესთან ერთად, ეძიეთ, რაც მაღლაა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ.
2
იფიქრეთ იმაზე, არის რაც მაღლა, და არა მიწიერზე.
3
რადგან თქვენ მოკვდით და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში.
4
და როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენც გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებაში.
5
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა,
6
რომელთა გამოც ღმერთის რისხვა მოდის ურჩობის შვილებზე,
7
რომელთა შორისაც თქვენც დადიოდით, როცა მათ შორის ცხოვრობდით.
8
ახლა კი განიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენს ბაგეთა ბილწსიტყვაობა.
9
ნუ ეტყვით სიცრუეს ერთმანეთს, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი ადამიანი მისი საქმეებითურთ.
10
და შეიმოსეთ ახალი, რომელიც მუდმივად განახლდება სრული შემეცნებით თავისი შემოქმედის ხატის შესაბამისად,
11
აქ აღარ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში.
12
ამგვარად, როგორც ღმერთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სიკეთე, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელება.
13
შეიწყნარეთ ერთმანეთი და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადაო აქვს ვინმეს, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე მიუტევეთ თქვენც.
14
ყოველივე ამასთან ერთად შეიმოსეთ სიყვარული, რომელიც სრულქმნილების ერთობლიობაა.
15
და სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რომლისაკენაც მოწოდებულნი ხართ ერთ სხეულად და იყავით მადლიერნი.
16
ქრისტეს სიტყვა უხვად დაემკვიდროს თქვენში. ყოველი სიბრძნით დაარიგეთ ერთმანეთი ფსალმუნებით, ჰიმნებით და სასულიერო საგალობლებით უგალობეთ მადლიერებით ღმერთს თქვენს გულებში.
17
და ყოველივე, რასაც თქვენ აკეთებთ სიტყვით თუ საქმით, გააკეთეთ უფალი იესოს სახელით და მადლობა შესწირეთ მამა ღმერთს მის მიერ.
18
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც ეს შესაფერია უფალში.
19
ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ გამწარდებით მათ მიმართ.
20
შვილებო, დაექვემდებარეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, რადგან ასეა მოსაწონი უფლისათვის.
21
მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა თავი არ დაკარგონ.
22
მონებო, ყველაფერში დაექვემდებარეთ თქვენს ხორციელ ბატონებს არა მოჩვენებითი სამსახურით, როგორც კაცთმაამებლებმა, არამედ გულწრფელად, როგორც უფლის მოშიშებმა.
23
ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ გულით, როგორც ღმერთისათვის და არა კაცთათვის.
24
იცოდეთ, რომ მიიღებთ უფლისაგან მემკვიდრეობას საზღაურად. ემსახურეთ უფალ ქრისტეს.
25
უსამართლო კი მიიღებს საზღაურს უსამართლობისათვის, და არ იქნება მიკერძოება.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4