bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Colossians 4
Colossians 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
1
ბატონებო, მოექეცით მონებს სამართლიანად და სწორად, იცოდეთ, რომ თქვენც გყავთ უფალი ზეცაში.
2
იბეჯითეთ ლოცვაში და იფხიზლეთ მასში მადლიერებით.
3
ილოცეთ ასევე ჩვენთვისაც, რომ ღმერთმა გაგვიღოს სიტყვის კარი, რათა ვაუწყოთ საიდუმლო ქრისტესი, რისთვისაც ვატარებ ბორკილებს,
4
რათა გავაცხადო იგი, როგორც მე მმართებს, რომ ვაუწყო.
5
სიბრძნით მოიქეცით გარეშეთა მიმართ და გამოიყენეთ ყოველი წამი.
6
თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლით იყოს სავსე, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ.
7
ჩემს შესახებ ყველაფერს გაცნობებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, ერთგული მსახური და თანამონა უფალში,
8
რომელიც იმისთვის გამოგიგზავნეთ, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს,
9
ონისიმესთან ერთად, სარწმუნო და საყვარელ ძმასთან, რომელიც თქვენიანია. ისინი გიამბობენ ყველა აქაურ ამბავს.
10
მოკითხვას გითვლით არისტარქე, ჩემი თანატყვე და მარკოზი, ბარნაბას დისწული, რომლის შესახებაც მოგივიდათ უწყება: თუ მოვიდეს თქვენთან, მიიღეთ!
11
ასევე იესო, რომელსაც იუსტოსს ეძახიან, წინადაცვეთილთაგან მხოლოდ ესენი იყვნენ ჩემი თანამოქმედნი ღმერთის სასუფევლისათვის, ისინი ნუგეშად მექცნენ მე.
12
მოკითხვას გითვლით ეპაფრასი, ისიც თქვენიანი, ქრისტე იესოს მსახური, რომელიც მუდამ თქვენთვის იღწვის ლოცვებში, რათა იდგეთ სრულნი და აღვსებულნი ღმერთის ყოველი ნებით.
13
მე ვმოწმობ, რომ მას დიდი ამაგი აქვს თქვენზე და ლაოდიკელებზე და იერაპოლისელებზე.
14
მოგიკითხავენ საყვარელი მკურნალი ლუკა და დემა.
15
მოიკითხეთ ლაოდიკელი ძმები, ნიმფა და მისი საშინაო ეკლესია.
16
როცა ამ წერილს წაგიკითხავენ, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, ხოლო რომელიც ლაოდიკედან არის მოსული, თქვენც წაიკითხეთ.
17
ასე უთხარით არქიპოსს: ყურადღებით იყავი, რომ შეასრულო მსახურება, რომელიც უფალში მიიღე.
18
მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით. გახსოვდეთ ჩემი ბორკილები. მადლი თქვენთან. ამინ.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
All chapters:
1
2
3
4