bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jonah 1
Jonah 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 2 →
1
და იყო უფლის სიტყვა ამითაის ძის, იონასადმი თქმული:
2
ადექი, წადი დიდებულ ქალაქ ნინევეში და აუწყე, რომ უფალი ხედავს მათ ბოროტებას.
3
მაგრამ იონა ადგა, რომ უფალს თარშიშში გაქცეოდა. იგი იაფოში ჩავიდა, თარშიშისაკენ მიმავალი ხომალდი მონახა, საფასური გადაიხადა და შიგ ჩაჯდა, რათა თარშიშში წასულიყო და უფალს გასცლოდა.
4
მაგრამ უფალმა ძლიერი ქარი ამოაგდო ზღვაზე. ქარიშხალმა ზღვა ძლიერ ააბობოქრა; ცოტაც და, ხომალდი დაილეწებოდა.
5
შეშინდნენ მეზღვაურები, ყველამ თავ-თავის ღმერთს შეჰღაღადა. რაც რამ საქონელი ჰქონდათ ზღვაში გადაყარეს, რომ ხომალდი შეემსუბუქებინათ. იონა კი ხომალდის ბანქვეშ ჩასულიყო, იწვა და არხეინად ეძინა.
6
მივიდა მასთან ხომალდის მეთაური და უთხრა: „რას დაგიძინია? ადექი, შენც შეღაღადე შენს ღმერთს, იქნებ მან შეგვიწყალოს და არ დავიღუპოთ.“
7
შემდეგ მეზღვაურებმა ერთმანეთში თქვეს: „მოდი, წილი ვყაროთ და გავიგოთ, ვის გამო ჩავცვივდით ამ დღეში.“ წილი ყარეს და იონას შეხვდა.
8
ჰკითხეს მას: „გვითხარი, რატომ აღმოვჩნდით ამ განსაცდელში? რა ხელობის კაცი ხარ, საიდან მოდიხარ, სადაური ხარ და რა მოდგმისა?“
9
იონამ მიუგო: „ებრაელი ვარ, უფლის, ცათა ღმერთის, მსახური, რომელმაც ზღვა და ხმელეთი შექმნა.“
10
როცა ეს გაიგეს, ძლიერ შეშინდნენ, რადგან იონა გამოუტყდათ, რომ უფალს გაურბოდა. უთხრეს: „ეს რა ჩაგიდენია?!“
11
და, რადგან ზღვა კვლავინდებურად ბობოქრობდა, ჰკითხეს: „რა უნდა გიყოთ, რომ ზღვა დაწყნარდეს?“
12
იონამ უთხრა: „ამიღეთ, წყალში გადამაგდეთ და ზღვა დაწყნარდება, რადგან ვიცი, ეს დიდი ქარიშხალი თავს ჩემს გამო დაგატყდათ.“
13
მეზღვაურებმა ნიჩბები მოუსვეს, რომ ხმელეთს მისდგომოდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რადგან ზღვა კიდევ უფრო აბობოქრდა.
14
მაშინ უფალს შეჰღაღადეს და უთხრეს: „უფალო, ნუ დაგვღუპავ ამ კაცის გამო, და ნურც მის მართალ სისხლს მოგვკითხავ, რადგან ყოველივე ისე ხდება, უფალო, როგორც შენ გინდოდა.“
15
აიღეს და წყალში გადააგდეს იონა. ზღვამ ღელვა შეწყვიტა.
16
მეზღვაურებს ძლიერ შეეშინდათ უფლისა; მსხვერპლი შესწირეს და აღთქმები დაუდეს მას.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4