bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jonah 3
Jonah 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 4 →
1
მეორედ იყო უფლის სიტყვა იონასადმი თქმული:
2
„ადექი, წადი დიდებულ ქალაქ ნინევეში და აუწყე ის, რასაც მე გეტყვი.“
3
ადგა იონა და წავიდა ნინევეში, როგორც უფალმა უბრძანა. დიდი ქალაქი იყო ნინევე, სამი დღის სავალი.
4
იარა იონამ ერთი დღე ქალაქში და ქადაგება იწყო, ამბობდა: კიდევ 40 დღე და დაიქცევა ნინევე.
5
ნინეველებმა ღმერთი იწამეს, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ.
6
შეიტყო ეს ამბავი ნინევეს მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამეფო შესამოსელი, ჯვალო ჩაიცვა და ნაცარში ჩაჯდა.
7
შემდეგ, მეფისა და მისი დიდებულების ბრძანება გამოაცხადებინა ნინევეში: „არც კაცმა და არც პირუტყვმა – ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს და არც წყალი დალიოს.
8
ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, მიატოვონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გასვრილი.
9
ვინძლო გული მოუბრუნდეს ღმერთს, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ!“
10
შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა, და გული მოუბრუნდა მათზე და აღარ მოუვლინა ის განსაცდელი, რასაც უმზადებდა.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4