bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jonah 4
Jonah 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
1
იონა ძალზე განაწყენდა და გამწარდა.
2
ლოცვა აღუვლინა უფალს და უთხრა: „განა ამას არ ვამბობდი, უფალო, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი თარშიშში, რომ ვიცოდი, მოწყალე და მიმტევებელი ღმერთი ხარ, რისხვაგვიანი და დამთმენი; ყოველთვის თავს არიდებ დასჯას.
3
ახლა ბარემ სული ამომხადე, უფალო, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია.“
4
ჰკითხა უფალმა: „ასე რატომ გამწარდი?“
5
იონა გავიდა ქალაქიდან და მის აღმოსავლეთით გაჩერდა; იქ ერთი ჩარდახი გაიკეთა, დაჯდა მის ქვეშ, ჩრდილში, და უცდიდა ენახა, რა მოუვიდოდა ქალაქს.
6
უფალმა აყირო აღმოაცენა და იგი იონას თავს ზემოთ აიზარდა, რომ დაეჩრდილებინა მისთვის და წყენა გაექარვებინა. დიდად გაახარა ამ აყირომ იონა.
7
მეორე დღეს, განთიადისას, ღმერთმა მატლი მოავლინა, გამოაჭმევინა აყირო და გახმა იგი.
8
როცა მზე ამოვიდა, ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი ამოაგდო; მზემ ისე დააცხუნა იონას თავზე, რომ ღონემიხდილმა სიკვდილი ინატრა, თქვა: ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნიაო.
9
მაშინ ჰკითხა ღმერთმა იონას: „ასე გამწარდი ამ აყიროს გამო?“ მიუგო: „მაგრად გავმწარდი, ლამის მოვკვდე.“
10
უფალმა კი უთხრა: „შენ ერთი აყირო დაგენანა, თუმცა შენ არ დაგირგავს და არც გაგიზრდია. ერთი ღამის შვილი იყო და ერთ ღამეში გახმა.
11
აბა, მე როგორ არ დამენანოს ამხელა ქალაქი ნინევე, სადაც 120 ათასზე მეტი უსუსური ადამიანი ცხოვრობს, და სადაც უთვალავი პირუტყვია?“
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
All chapters:
1
2
3
4