bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jonah 2
Jonah 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 3 →
1
უფალმა დიდი თევზი მოავლინა და შთაანთქმევინა იონა. მან სამი დღე და სამი ღამე დაჰყო თევზის მუცელში.
2
იონამ თევზის მუცლიდან ლოცვა აღუვლინა უფალს, თავის ღმერთს.
3
თქვა: „ჭირში მყოფმა შემოგღაღადე, უფალო, და შენ ხმა გამეცი. შავეთის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება.
4
ზღვის შუაგულში გადამაგდე და მორევმა სიღრმეში ჩამითრია, თავზე შენი ტალღები და ღვარი გადამდიოდა,
5
ვთქვი: გაძევებული ვარ შენგან, უფალო, ნუთუ ვეღარასდროს მეღირსება შენი წმიდა ტაძრის ხილვა?
6
წყალი ყელამდე მომწვდა და უფსკრულმა მომიცვა; თავზე ლელი შემომეწნა,
7
მთების ფესვებამდე ჩავედი და ჩემს უკან მიწა სამუდამოდ ჩაირაზა. მაგრამ შენ უფალო, ღმერთო ჩემო, ქვესკნელს გამოსტაცე, ჩემი სიცოცხლე!
8
როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე მოაღწია შენს წმიდა ტაძარში.
9
ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას!
10
მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვებით; შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს, ვინაიდან ხსნა უფლისგან არის!“
11
უბრძანა უფალმა თევზს და მან ხმელეთზე ამოანთხია იონა.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4