bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ruth 1
Ruth 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 2 →
1
მსაჯულთა მმართველობის ხანაში ისრაელის მიწაზე შიმშილი დაიწყო, და ერთი კაცი თავისი ცოლითა და ორი ვაჟითურთ იუდას ბეთლემიდან მოაბელთა ველებზე წავიდა, რათა ხიზნად ეცხოვრა იქ.
2
იმ კაცს ელიმელექი ერქვა, მის ცოლს – ნაყომი, ხოლო ვაჟებს – მახლონი და ქილიონი; ისინი ეფრათელნი იყვნენ იუდას ბეთლემიდან. მივიდნენ ისინი მოაბის ველებზე და იქ დასახლდნენ.
3
მოკვდა ელიმელექი, ნაყომის ქმარი, და დარჩა ის თავის ორ ვაჟთან ერთად.
4
მათ ცოლებად მოაბელი ქალები მოიყვანეს; ერთს ერქვა ყორფა, ხოლო მეორეს – რუთი. ისინი იქ ათიოდე წელი ცხოვრობდნენ.
5
დაიხოცნენ ის ორნიც: მახლონი და ქილიონი, და დარჩა ის ქალი თავისი ვაჟებისა და ქმრის გარეშე.
6
და როცა ნაყომიმ მოაბის ველებზე შეიტყო, რომ უფალმა მოხედა თავის ხალხს და მისცა მოსავალი, ადგა თავის რძლებიანად და მოაბის ველებიდან უკან დასაბრუნებლად გაემზადა.
7
გავიდა ის თავის რძლებთან ერთად იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობდა. და, როცა ისინი იუდას ქვეყნისაკენ დასაბრუნებელ გზაზე გავიდნენ,
8
უთხრა ნაყომიმ თავის ორივე რძალს: „წადით, დაბრუნდით თქვენ-თქვენი დედების სახლში! დაე, უფალმა სიკეთით გადაგიხადოთ თქვენი ამაგი გარდაცვლილებზე და ჩემზე რომ გამოიჩინეთ.
9
დათხოვდით და შვება გაპოვნინოთ უფალმა თქვენ-თქვენი ქმრების სახლებში!“ და გადაკოცნა ისინი; და აღიმაღლეს მათ ხმა და ატირდნენ,
10
და უთხრეს: „ჩვენ შენთან ერთად უნდა წამოვიდეთ შენს ხალხთან.“
11
ნაყომიმ კი მიუგო: „უკან გაბრუნდით, ჩემო შვილებო! რისთვის უნდა წამომყვეთ? განა კიდევ მყავს მუცელში ვაჟები, რომ ქმრებად გაგიხდნენ?
12
წადით, გაბრუნდით, ჩემო შვილებო; რადგან მე უკვე ხნიერი ვარ საიმისოდ, რომ ქმარი ვიყოლიო; კიდევაც რომ გამეფიქრა, ძალა მაქვს-მეთქი და ამაღამვე რომ დავწოლილიყავ ქმართან და ვაჟები დამჩენოდა,
13
განა მათ დაზრდას დაელოდებოდით და არ გათხოვდებოდით? არა, ჩემო შვილებო, ეს ჩემთვის გაცილებით უფრო მწარეა, ვიდრე თქვენთვის, რადგან უფალმა სატანჯველში ჩამაგდო!“
14
მათ კვლავ აღიმაღლეს ხმა და ატირდნენ. შემდეგ ყორფა გამოეთხოვა თავის დედამთილს, რუთი კი არ მოშორებია.
15
ნაყომიმ კი უთხრა: „შეხედე, შენი მაზლის ცოლი თავის ხალხს და თავის ღმერთს უბრუნდება; შენც მიჰყევი მას.“
16
მაგრამ რუთმა მიუგო: „ნუ მაიძულებ შენს მიტოვებას და უკან გაბრუნებას, რადგან სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ მოვდივარ, და სადაც შენ იქნები, მეც იქ ვიქნები. შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი იქნება ჩემი ღმერთი.
17
სადაც შენ მოკვდები, მეც იქ მოვკვდები, და იქვე მინდა დავიმარხო. დაე, უფალმა დამსაჯოს და უარესიც მომიზღოს, თუ სიკვდილის მეტმა რამემ გაგვყაროს.“
18
და, რაკი ნაყომიმ დაინახა, რომ რუთს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მასთან ერთად წასვლა, აღარ უცდია გადათქმევინება.
19
და ასე იარა ამ ორმა ერთად, ვიდრე ბეთლემს მიაღწევდნენ, ხოლო როცა ბეთლემში მივიდნენ, მთელი ქალაქი აჩოჩქოლდა და ქალები იძახოდნენ: ნაყომი დაბრუნებულაო.
20
მაგრამ მან უთხრა მათ: „ნუღარ დამიძახებთ მე ნაყომის, მარა დამიძახეთ, რადგან ყოვლადძლიერმა ბევრი სიმწარე მარგუნა.
21
სავსე წავედი და უფალმა ცარიელი დამაბრუნა. რატომღა მეძახით ნაყომის, როცა უფალმა დამამდაბლა, და ყოვლადძლიერმა უბედურება დამატეხა?“
22
დაბრუნდა ნაყომი თავის მოაბელ რძალთან, რუთთან, ერთად, რომელიც მოაბელთა ქვეყნიდან წამოჰყვა მას. როცა ისინი ბეთლემში მოვიდნენ, ქერების მკა იწყებოდა.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4