bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ruth 2
Ruth 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 3 →
1
ნაყომის ერთი სახელგანთქმული მდიდარი ნათესავი ჰყავდა თავისი ქმრის, ელიმელექის, საგვარეულოდან – სახელად ბოყაზი.
2
მოაბელმა რუთმა უთხრა ნაყომის: „ნება მომეცი, წავიდე მინდორში და თავთავი ავკრიფო მათ ნამკალში, ვის თვალშიც მადლს ვპოვებ.“ „წადი, ჩემო შვილო,“ – მიუგო ნაყომიმ.
3
წავიდა რუთი მინდორში და კრეფდა თავთავს მომკელთა კვალდაკვალ. და აღმოჩნდა, რომ ის მინდორი ეკუთვნოდა ბოყაზს, ელიმელექის ნათესავს.
4
და, აჰა, ბოყაზი მოვიდა ბეთლემიდან და მომკელებს მიმართა: „უფალი გწყალობდეთ!“ მათ უპასუხეს: „გაკურთხოს უფალმა!“
5
ბოყაზმა ჰკითხა თავის მსახურს, რომელიც თავზე ადგა მომკელთ: „ვისია ეს ყმაწვილი ქალი?“
6
მსახურმა, რომელიც მომკალთ ადგა თავზე, უპასუხა: „ეს ყმაწვილი ქალი მოაბელია, რომელიც ნაყომისთან ერთად არის მოსული მოაბის ველებიდან.
7
გვთხოვა, ნება მომეცით, ჩაბნეული თავთავი ავკრიფოო მომკელთა კვალდაკვალ. მოვიდა და დილიდან აქამდე წუთით არ შეუსვენია.“
8
მაშინ უთხრა ბოყაზმა რუთს: „მომისმინე, ჩემო შვილო, თავთავის ასაკრეფად აქედან ნუღარსად წახვალ. აქ დარჩი ჩემს მსახურ ქალებთან ერთად.
9
ხომ ხედავ ამ ყანას, ესენი რომ მკიან, იარე მათ უკან. მე ბიჭებსაც ვუბრძანე, არ დაგიშალონ; როცა მოგწყურდეს, მიდი და წყალი იმ ჭურჭლიდან დალიე საიდანაც ჩემი მსახურები იღებენ.“
10
მაშინ რუთმა თავი დახარა მიწამდე და თაყვანი სცა მას და უთხრა: „რა მადლი ვპოვე შენს თვალში, რომ ასე კეთილად მიმიღე, მე ხომ უცხო ტომის ქალი ვარ?“
11
ბოყაზი კი მიუბრუნდა და უთხრა: „ყველაფერი გაგებული მაქვს, რაც შენი დედამთილისთვის გააკეთე შენი ქმრის სიკვდილის შემდეგ; როგორ დატოვე მამაშენი, დედაშენი და შენი სამშობლო ქვეყანა, და მოხვედი ხალხში, რომელსაც ადრე არც კი იცნობდი.
12
უფალმა, ისრაელის ღმერთმა, რომლის ფრთებქვეშ შესაფარებლადაც მოხვედი, სრულად გადაგიხადოს მაგ სიკეთისათვის.“
13
უთხრა რუთმა: „მადლი მიპოვია შენს თვალში, ჩემო ბატონო, ვინაიდან მანუგეშე და გულითადად დამელაპარაკე, როგორც შენს მხევალს, თუმცა მე შენი მხევლობის ღირსიც არა ვარ.“
14
სამხრობისას ბოყაზმა რუთს დაუძახა: „მოდი, აქ ჭამე პური და ძმარში ამოაწე ლუკმა.“ მივიდა რუთი და დაჯდა მომკელთა გვერდით. ბოყაზმა მას ქუმელი მიაწოდა. ჭამა რუთმა, დანაყრდა და ცოტაოდენი კიდევაც დარჩა.
15
შემდეგ რუთი თავთავის ასაკრეფად ადგა. ბოყაზმა კი თავის ბიჭებს უბრძანა: „ძნებს შორისაც აკრიფოს, ნუ დაუშლით;
16
ხელეურებიდანაც დაყარეთ ხოლმე და დატოვეთ, რომ აკრიფოს, ნუ დაამადლით.“
17
ასე კრეფდა ის საღამომდე თავთავს ყანაში; შეგროვილი გამოფშვნიტა და ერთ ეფამდე გამოუვიდა ქერის მარცვალი.
18
აიღო თავისი ტვირთი რუთმა და ქალაქში დაბრუნდა. ნახა დედამთილმა მისი ანაკრეფი. რუთმა მას ის საჭმელიც მისცა, რაც სამხრობისას დაიტოვა.
19
და ჰკითხა მას მისმა დედამთილმა: „სად ჰკრეფდი დღეს, სად შრომობდი? დალოცვილი იყოს, ვინც შენ კეთილი თვალით შემოგხედა!“ რუთმა უამბო დედამთილს, ვისთანაც შრომობდა და უთხრა: „იმ კაცს, ვისთანაც მე დღეს ვიმუშავე, ბოყაზი ჰქვია.“
20
ხოლო ნაყომიმ უთხრა თავის რძალს: „უფალმა დალოცოს ის, რადგან წყალობა არ მოაკლო არც ცოცხლებს და არც მკვდრებს.“ და უთხრა ნაყომიმ რუთს: „ჩვენი ახლობელია ის კაცი.“
21
და თქვა მოაბელმა რუთმა: „მან ისიც მითხრა, ჩემს მსახურებთან დარჩი, სანამ მკას დამიმთავრებენო.“
22
უთხრა ნაყომიმ რუთს, თავის რძალს: „კარგია, ჩემო შვილო, რომ მის მსახურ ქალებთან ერთად ივლი, რათა არავის გადააწყდე სხვა ყანაში!“
23
დარჩა რუთი ბოყაზის მსახურ ქალებთან ერთად, კრეფდა თავთავს, ვიდრე ქერისა და ხორბლის მკა არ დასრულდა, და ცხოვრობდა თავის დედამთილთან ერთად.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4