bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ruth 3
Ruth 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 4 →
1
და უთხრა მას ნაყომიმ, მისმა დედამთილმა: „ჩემო, ასულო, მინდა მყუდრო ადგილი მოგიძებნო, სადაც კარგად იქნები.
2
აჰა, ჩვენი ნათესავი ბოყაზი, რომლის მხევლებთანაც ნამყოფი ხარ, ამაღამ ქერს ანიავებს კალოზე.
3
დაიბანე, იცხე და გამოეწყვე საგარეო სამოსელში და მერე ადი კალოზე. მაგრამ არ დაენახო იმ კაცს, ვიდრე ჭამა-სმას არ მორჩება.
4
ხოლო როცა ის დასაძინებლად დაწვება, გაიგე ის ადგილი, სადაც დაწვება, მიდი, გადახადე ფეხებზე და შეუწექი. და ის თავად გეტყვის, როგორ უნდა მოიქცე.“
5
უთხრა: „რაც მითხარი ყოველივეს შევასრულებ.“
6
და ავიდა იგი კალოზე და ისე მოიქცა, როგორც მისმა დედამთილმა უბრძანა.
7
და როცა ბოყაზი ჭამა-სმას მორჩა და იმხიარულა, წავიდა და დაწვა ძნების ზვინებში. უჩუმრად მივიდა რუთი, ფეხებზე გადახადა და შეუწვა.
8
და შუაღამისას შეკრთა კაცი, წამოიწია, და, აჰა, ფეხებთან ქალი უწევს.
9
და თქვა: „ვინა ხარ?“ და უთხრა მან: „რუთი ვარ, შენი მხევალი. გადმოაფარე შენს მხევალს შენი კალთა, რადგან გამომხსნელი ხარ ჩემი.“
10
და უთხრა ბოყაზმა: „კურთხეულ იყავი უფლისაგან, ჩემო ასულო! შენ ახლა პირვანდელზე მეტი სიკეთე გამოიჩინე, რომ ვინმე ჭაბუკს არ გამოეკიდე, არც ღარიბს და არც მდიდარს.
11
და ახლა, ჩემო ასულო, ნუ გეშინია, ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მეტყვი, რადგან მთელმა ხალხმა იცის ჩემს ქალაქში, რომ ღირსეული ქალი ხარ.
12
ახლა, მართალია, შენი გამომხსნელი ვარ, მაგრამ სხვა, ჩემზე ახლობელი გამომხსნელიცა გყავს.
13
გაათიე ეს ღამე აქ. და დილით, თუ ის მოინდომებს შენს გამოხსნას, ხომ კარგი, მას შეუძლია ამის გაკეთება; ხოლო თუ შენს გამოხსნას არ ისურვებს, მაშინ მე გამოგიხსნი, უფალს ვფიცავ. იწექი აქ დილამდე!“
14
და ეძინა რუთს მის ფერხთით დილამდე. და ადგა რუთი დილაბნელზე ისე, რომ არ შეუცვნიათ ერთმანეთი. და უთხრა მას ბოყაზმა: „არავინ გაიგოს, ქალი რომ ამოვიდა კალოზე.“
15
და უთხრა მან რუთს: „მოიტანე ეგ მოსასხამი და გაშალე.“ და მანაც გაშალა. და ჩაუყარა ბოყაზმა ექვსი საწყაო ქერი და ზურგზე მოჰკიდა, თავად კი ქალაქში წავიდა.
16
ხოლო რუთი თავის დედამთილთან დაბრუნდა, რომელმაც ჰკითხა: „რა იყო, ჩემო ასულო?“ და მან მოუთხრო ყოველივე, რაც იმ კაცმა გაუკეთა,
17
და უთხრა: „ეს ექვსი საწყაო ქერი მომცა და მითხრა, ხელცარიელი ნუ წახვალო დედამთილთან.“
18
ხოლო მან უთხრა: „დაელოდე, ჩემო ასულო, ვიდრე შეიტყობდე, თუ რით დამთავრდება საქმე; რადგან ეს კაცი არ მოისვენებს, ვიდრე დღესვე არ დაასრულებს ყველაფერს.“
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4