bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ruth 4
Ruth 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
1
გავიდა ბოყაზი კარიბჭესთან, და იქ ჩამოჯდა. და, აჰა, იმ გამომხსნელმა ჩამოიარა, ვისზეც, ლაპარაკობდა ბოყაზი. დაუძახა ბოყაზმა: „მოდი, ჩემო კეთილო, და აქ ჩამოჯექი!“ და ისიც მივიდა და ჩამოჯდა.
2
და მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან და უთხრა მათ: „აქ ჩამოსხედით.“ და დასხდნენ ისინი.
3
და უთხრა მან გამომხსნელს: „ნაყომი, რომელიც მოაბის ველებიდან დაბრუნდა, ჰყიდის მინდვრის ნაკვეთს, რომელიც ჩვენს ძმას, ელიმელექს ეკუთვნოდა.
4
მე გადავწყვიტე, შენს ყურამდე მომეწვდინა ეს ამბავი და მეკითხა: თუ გინდა მისი გამოხსნა, იყიდე ის ამ მოქალაქეებისა და ჩემი ხალხის უხუცესთა თანდასწრებით. ხოლო თუ არ გინდა მისი გამოხსნა, მაშინ მითხარი მე, რომ ვიცოდე, რადგან შენს მეტს არავის არა აქვს გამოხსნის უფლება, და შენს შემდეგ კი მე ვარ.“ და უთხრა მან: „თანახმა ვარ გამოვიხსნა.“
5
და თქვა ბოყაზმა: „იმ დღეს, რა დღესაც მინდორს იყიდი ნაყომისგან, მოაბელი რუთიც, გარდაცვლილის ცოლიც უნდა გამოისყიდო და ცოლად შეირთო, რათა სახელი აღუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში.“
6
და უპასუხა მან: „ვერ გამოვისყიდი, ვაითუ, დავაქციო ჩემი სამკვიდრებელი. უიკეთესია შენ გამოიხსნა, რაც ჩემი გამოსახსნელია, რადგან მე ვერ გამოვიხსნი.“
7
ძველთაგან ასეთი ჩვეულება ჰქონდათ ისრაელში: გამოხსნაზე, გაცვლაზე, ან რაიმე საქმის დადასტურებაზე: ერთი გამომხსნელი ან გამცვლელი გაიძრობდა ფეხსაცმელს და მეორეს მისცემდა; ეს მოწმობის ნიშანი იყო ისრაელში.
8
და უთხრა იმ გამომხსნელმა ბოყაზს: „შენთვის გამოისყიდე!“ და გაიძრო ფეხსაცმელი.
9
და უთხრა ბოყაზმა უხუცესებს და მთელ ხალხს: „დღეს თქვენა ხართ მოწმენი, რომ გამოვისყიდე ნაყომისგან, რაც ელიმელექს, ქილიონს და მახლონს ეკუთვნოდათ.
10
ასევე მოაბელი რუთი, მახლონის ქვრივი, გამოვისყიდე ცოლად, რათა სახელი აღვუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდრებელში, და რათა არ გაქრეს გარდაცვლილის სახელი მის მოძმეთა შორის და მისი ქალაქის კარიბჭიდან; ამის მოწმენი თქვენა ხართ დღეს.“
11
და უთხრეს კარიბჭესთან მდგომმა მთელმა ხალხმა და უხუცესებმა: „მოწმენი ვართ! უფალმა დალოცოს შენს სახლში შემომავალი ქალი, როგორც რახელი და ლეა, რომელთაც ააშენეს ისრაელის სახლი; სიმდიდრე შეგძენოდეს ეფრათაში და ბეთლემში იდიდოს შენმა სახელმა.
12
და გახდეს შენი სახლი, როგორც სახლი ფერეცისა, რომელიც უშვა თამარმა იუდას, იმ მოდგმიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილი ქალისგან.“
13
და წაიყვანა ბოყაზმა რუთი და გახდა იგი მისი ცოლი. და როცა შევიდა მასთან, მისცა მას უფალმა ორსულობა და შვა ვაჟი,
14
და ეუბნებოდნენ დედაკაცები ნაყომის: „კურთხეულია უფალი, რომელმაც არ მოგიშალა გამომხსნელი ნათესავი დღეს! იდიდოს მისმა სახელმა ისრაელში!
15
ის იქნება შენი განმაახლებელი და შენი სიბერის მზრუნველი. რადგან იგი გიშვა შენმა რძალმა, რომელსაც უყვარხარ და, რომელიც შვიდ ვაჟიშვილზე მეტია შენთვის.“
16
და მიირქვა ნაყომიმ ყმაწვილი, უბით ატარებდა, და გახდა მისი გამდელი.
17
და სახელი მეზობლის ქალებმა დაარქვეს და ამბობდნენ: ვაჟი შეეძინაო ნაყომის. და დაარქვეს მათ სახელად ყობედი, რომელიც მამაა იესესი, დავითის მამისა.
18
აჰა, შთამომავლობა ფერეცისა: ფერეცმა შვა ხეცრონი,
19
ხეცრონმა შვა რამი, რამიმ შვა ყამინადაბი,
20
ყამინადაბმა შვა ნახშონი, ნახშონმა შვა სალმონი,
21
სალმონმა შვა ბოყაზი, ბოყაზმა შვა ყობედი,
22
ყობედმა შვა იესე, იესემ შვა დავითი.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
All chapters:
1
2
3
4