bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Hosea 1
Hosea 1
Georgian GEO02 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 2 →
1
უფლის სიტყვა, რომელიც იყო ოსიას მიმართ, ბეერის ძისა, იუდას მეფეების – ყუზიას, იოთამის, ახაზის და იეხიზკიას დროს, და ისრაელის მეფის იერობყამ იოაშის ძის დროს.
2
როცა იწყო უფალმა ქადაგება ოსიას პირით, უთხრა: „წადი, მოიყვანე გარყვნილი ქალი და გააჩინე გარყვნილების შვილები, რადგან გაირყვნა ქვეყანა და განადგურდა უფალი.“
3
წავიდა და მოიყვანა გომერი, დიბლაიმის ასული. დაორსულდა ქალი და უშვა ვაჟი.
4
უთხრა უფალმა: „დაარქვი სახელად იზრეყელი. რადგან, ცოტაც და, უნდა მოვკითხო იზრეყელის სისხლი იეჰუს სახლს და გავაუქმო ისრაელის მეფობა.
5
იმ დღეს იქნება, რომ შევმუსრავ ისრაელის მშვილდს იზრეყელის ველზე.“
6
კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა უფალმა: „დაარქვი სახელად ლორუხამა (არშესაწყალისი), რადგან აღარ შევიწყალებ ისრაელის სახლს და არასოდეს შევუნდობ.
7
იუდას სახლს კი შევიწყალებ და ვიხსნი უფლის, მათი ღვთის, ხელით; არც მშვილდით, არც მახვილით, არც ბრძოლით, არც მხედრებით არ ვიხსნი მათ.“
8
მოწყვიტა ძუძუს ლორუხამა და ისევ დაორსულდა და შვა ვაჟი.
9
თქვა უფალმა: „დაარქვი სახელად ლოყამი (არა ჩემი ერი), რადგან აღარ ხართ ჩემი ერი და მეც აღარ ვარ თქვენი.“
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14