bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Hosea 2
Hosea 2
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 3 →
1
ზღვის ქვიშასავით იქნება ისრაელიანთა რიცხვი, რომელიც არც გაიზომება და არც აღირიცხება; და ნაცვლად იმისა, რომ უთხრან, ლოყამი (არა ჩემი ერი) ხართო, ეტყვიან, ცოცხალი ღვთის შვილები ხართო.
2
შეიყრებიან ერთად იუდაელები და დაისვამენ ერთ მთავარს და გამოვლენ ქვეყნიდან, რადგან დიდი იქნება იზრეყელის დღე.
3
დაუძახეთ თქვენს ძმებს: „ყამი“ (ჩემი ერი) და თქვენს დებს: „რუხამა“ (შეწყალებული).
4
„უჩივლეთ დედათქვენს, უჩივლეთ, რადგან აღარ არის ის ჩემი ცოლი და მეც აღარ ვარ მისი ქმარი. ჩამოიცილოს გარყვნილება პირისახიდან და მრუშობა მკერდიდან.
5
თორემ გავაშიშვლებ და ისე გამოვაჩენ, როგორც დაბადების დღეს იყო. უდაბნოსავით ვაქცევ, უწყლო მიწად გავხდი და წყურვილით მოვკლავ.
6
არ შევიწყალებ მის შვილებს, რადგან გარყვნილების შვილები არიან.
7
რადგან გარყვნილებას სჩადიოდა მათი დედა და თავს ირცხვენდა მათი მშობელი; რადგან თქვა: ‘გავეკიდები ჩემს საყვარლებს, რომლებიც მაძლევენ პურსა და წყალს, მატყლსა და სელს, ზეთსა და სასმელს.’
8
ამიტომ, აჰა, ეკალ-ბარდებით გადავუღობავ გზას და კედელს აღვუმართავ წინ, რომ ვერ გაიგნოს ბილიკები.
9
გაედევნება თავის სყვარლებს ძებნას დაუწყებს მათ და ვერ იპოვნის. იტყვის: ‘წავალ, დავბრუნდები ჩემს პირველ ქმართან, რადგან მაშინ ახლანდელზე უკეთ ვიყავი.’
10
მან კი არ იცოდა, რომ მე ვაძლევდი მას პურს, ღვინოს და ზეთს; რომ მე გავუმრავლე ოქრო და ვერცხლი, რომელსაც ბაყალს ახარჯავდა.
11
ამიტომაც უკან წავიღებ და ჩემს ღვინოს მისი დაღვინებისას; წავართმევ ჩემს მატყლსა და სელს, რითაც სიშიშვლე უნდა დაეფარა.
12
ახლა კი გამოვააშკარავებ მის სირცხვილს და ვერავინ გამომტაცებს ხელიდან.
13
გავაუქმებ ყველა მის სიხარულს, ზეიმს, ახალმთვარობას, შაბათს, ყველა დღესასწაულს;
14
გავუჩანაგებ ვაზსა და ლეღვის ხეებს, რომლებზეც ამბობს, ჩემი საჩუქრებია, ჩემმა საყვარლებმა მაჩუქესო; ტყედ ვაქცევ და გარეული მხეცები შეჭამენ მათ.
15
მას მოვკითხავ ბაყალთა დღეებს, როცა გუნდრუკს უკმევდა მათ, და რგოლებითა და სამკაულებით თავს იმშვენებდა; როცა საყვარლებს დასდევდა, მე კი მივიწყებდა. – თქვა უფალმა.
16
ამიტომაც, აჰა, შევიტყუებ და უდაბნოში წავიყვან, რომ გულითადად ველაპარაკო.
17
იქ მივცემ მას თავის ვენახს და ყაქორის (მწუხარების) ხეობას იმედის კართან; იქ იმღერებს, როგორც ყმაწვილქალობისას მღეროდა, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ამომყავდა.
18
იმ დღეს იქნება, – თქვა უფალმა, – რომ დამიძახებ: ჩემო ქმარო! და აღარ დამიძახებ: ჩემო ბაყალო! (ბატონო).
19
მოვაშორებ მის ბაგეებს ბაყალთა სახელებს, რომ აღარ იხსენიებოდნენ თავიანთი სახელებით.
20
დავდებ იმ დღეს მათთვის აღთქმას ველის მხეცებთან, ცის ფრინველებთან და ქვეწარმავლებთან; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილს და ომიანობას, და მშვიდობით დავანებებ მათ.
21
და მე საუკუნოდ დაგწინდავ ჩემთვის, დაგწინდავ სიმართლით და სამართლით, წყალობითა და სიყვარულით;
22
დაგწინდავ რწმენით და შეიცნობ უფალს.
23
იმ დღეს იქნება, რომ გავეხმიანები, – თქვა უფალმა, – გავეხმიანები ცას და ისიც გაეხმიანება მიწას;
24
მიწა გაეხმიანება პურსა და ღვინოს და ზეთს, ხოლო ესენი გაეხმიანებიან იზრეყელს.
25
და ჩემთვის დავთესავ მას ქვეყანაში და შევიწყალებ ლორუხამას (არაშესაწყალისს), ვეტყვი ლოყამს (არა ჩემს ერს) ჩემი ერი ხარ-მეთქი, და ის მეტყვის: ჩემი ხარ.’“
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14