bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Hosea 8
Hosea 8
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 9 →
1
პირთან მიიტანე ბუკი! რადგან არწივი ადგას უფლის სახლს, რაკი გადავიდნენ ჩემს აღთქმას და რჯული დაარღვიეს.
2
შემომღაღადებენ: „ღმერთო ჩემო! გიცანით ისრაელმა!“
3
უარყო ისრაელმა სიკეთე, მტერი დაედევნება მას.
4
მეფე დაისვეს ჩემს უნებართვოდ, მთავრები დაისვეს ჩემს დაუკითხავად; თავიანთი ოქრო-ვერცხლით გაიკეთეს კერპები თავის დასაღუპავად.
5
დაგაგდო შენმა ხბომ, სამარია! აღიგზნო ჩემი რისხვა მათ როდემდის უნდა იყო უწმიდური?
6
რადგან ისრაელის საქმეა ეს: ოსტატის ნახელავია, ღმერთი არ არის; ამიტომაც დანაფოტდება სამარიის ხბო.
7
რადგან ქარს თესენ და ქარიშხალს მოიმკიან; თავთავი არა აქვს, მარცვალს ვერ გაიკეთებს მცენარე; თუ გაიკეთებს, უცხონი ჩაყლაპავენ.
8
ჩაიყლაპება ისრაელი; ახლა უსარგებლო ჭურჭელივით არის ხალხთა შორის.
9
აშურში წავიდა გარეული ვირივით, მარტო რომ დადის; ეფრემი გასცემდა სასიყვარულო საჩუქრებს.
10
თუმცა გასცემდნენ ისინი ხალხებში, ახლა შევკრებ მათ; ცოტაც და, დაიტანჯებიან მთავართა მეფის ტვირთის ქვეშ.
11
რადგან ცოდვისათვის გაამრავლა ეფრემმა სამსხვერპლოები, ცოდვისათვის აქვს მას სამსხვერპლოები.
12
დავუწერე მას მთავარი რჯული, მაგრამ უცხოდ შერაცხა იგი.
13
მოაქვთ სამსხვერპლო ძღვენი ჩემთვის, მიკლავენ საკლავს და ხორცს თავადვე ჭამენ; უფალს არ ეთნევა ისინი; ახლა კი გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს; ეგვიპტეში დაბრუნდებიან.
14
დაივიწყა ისრაელმა თავისი შემქმნელი იუდამ გაამრავლა ციხე-ქალაქები, მაგრამ მე ცეცხლს მოვავლენ მის ქალაქებზე და ის შთანთქავს მის დარბაზებს.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14