bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Hosea 5
Hosea 5
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 6 →
1
ისმინეთ ეს, მღვდლებო! გაიგონეთ, ისრაელის სახლო! ყურადიღე, მეფის სახლო! რადგან მახედ ექეცით მიცფას და თაბორს – მოსროლილ სათხევლად.
2
თავიანთი მსხვერპლშეწირვებით ცოდვაში ჩაეფლნენ განდგომილნი, მაგრამ ყველას ვასწავლი ჭკუას.
3
მე ვიცნობ ეფრემს, და ვერ დამემალება ისრაელი, რადგან შენც ბოზობ ახლა, ეფრემ, და წაბილწულია ისრაელი.
4
ჩადენილი საქმეები არ ანებებენ მათი რადგან ბოზობის სულია მათ წიაღში და უფალს ვერ ცნობენ.
5
თავისი სიამპარტავნე ამხილებს ისრაელს; წაიფორხილებენ ისრაელი და ეფრემი თავიანთი ცოდვების გამო, წაიფორხილებს იუდაც მათთან ერთად.
6
თავიანთ ცხვარ-ძროხასთან ერთად წავლენ უფლის საძიებლად, მაგრამ ვერ იპოვნიან; განერიდა მათ.
7
უღალატეს უფალს, რადგან უცხოთა შვილებს შობენ; ამიერიდან შეჭამს მათ მათი წილხვედრითურთ.
8
ჩაჰბერეთ ბუკს გიბყაში, საყვირს რამაში, დაეცით ყიჟინა ბეთ-ავენში: მოგდევენ ბენიამინ!
9
უდაბნოდ იქცევა ეფრემი განკითხვის დღეს; ისრაელის შტოებში გამოვაცხადე ჭეშმარიტება.
10
სამანის გადამნაცვლებლებივით არიან იუდას მთავრები, წყალივით გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას.
11
შეჭირვებულია ეფრემი, მსჯავრით დათრგუნული, რადგან აკრძალულისკენ ისურვა სიარული.
12
ჩრჩილად გავუხდები ეფრემს და მჭამელად – იუდას სახლს.
13
დაინახა ეფრემმა თავისი სენი და იუდამ თავისი ჭრილობა; წავიდა ეფრემი აშურში და შეუთვალა იარებ მეფეს; მაგრამ ის ვერ შეძლებს თქვენს განკურნებას და ჭრილობებს ვერ მოგიშუშებთ.
14
რადგან მე ლომივით ვექცევი და ლომის ბოკვერივით – იუდას სახლს; დავგლეჯ და წავალ, გავიტაცებ და ვერავინ იხსნის.
15
წავალ და დავბრუნდები ჩემს ადგილზე, ვიდრე არ შეიგნებენ თავიანთ დანაშაულს და ძებნას არ დაუწყებენ ჩემს სახეს; გაუჭირდებათ და მომძებნიან.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14