bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Hosea 13
Hosea 13
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 14 →
1
როცა დაძრავდა სიტყვას ეფრემი, შიშის ზარი იყო; იგი აღზევდა ისრაელში, მაგრამ დადანაშაულდა ბაყალის გამო და მოკვდა.
2
ახლა უმატეს ცოდვას; ჩამოისხეს ქანდაკნი ვერცხლისაგან, ოსტატურად; კერპები, რომელთაც ყოველი მჭედელი აკეთებს. ისინი ამბობენ მათზე: „კაცის შემწირველნი ხბორებს კოცნიანო!“
3
ამიტომაც დილის ნისლივით იქნებიან ისინი და ცვარივით, ადრე რომ ქრება; კალოდან ქარისგან ახვეტილ ბზესავით და საკვამურიდან ადენილი კვამლივით.
4
მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული; სხვას არავის იცნობთ ჩემს გარდა არავინაა მხსნელი.
5
მე გცანი შენ უდაბნოში, მცხუნვარე მიწაზე.
6
როცა საძოვრები გაუჩნდათ და გაძღნენ, გადიდგულდნენ, ამიტომაც დამივიწყეს მე.
7
მე კი ლომად ვექცევი მათ, ვეფხვივით ჩავუსაფრდები გზაზე.
8
ბელებწაგვრილი დათვივით დავეცემი თავს, შევუნგრევ გულისფიცარს და, როგორც ლომი, შევჭამ მათ; ველის მხეცები დაგლეჯენ მათ.
9
თავი წაიწყმიდე, ისრაელო, რადგან მხოლოდ ჩემშია შენი შეწევნა!
10
სად არის ახლა შენი მეფე, რომ გიხსნას ყოველ შენს ქალაქში? ან შენი მსაჯულნი, რომლებზეც ამბობდით: „მომეცი მეფე და მთავრები?“
11
მე მოგეცით მეფე განრისხებისას და წაგართმევთ გულისწყრომაში.
12
შეფუთულია ეფრემის უკეთურებანი, გადანახულია მისი ცოდვები.
13
მშობიარის ტკივილები ეწევა მას; უგუნური შვილია, თორემ არ დაყოვნდებოდა საშოს კარებთან.
14
ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისაგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო? შებრალება მიეფარა ჩემს თვალს!
15
თუმცა განივრცო ეფრემი ძმათა შორის, მაგრამ დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი, უფლის ქარი ამოვარდება უდაბნოდან და დაშრება მისი წყარო და დაწყდება მისი სათავე; ის გაძარცვავს ყოველნაირ ძვირფას ჭურჭელთა საგანძურს.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
Recommended Reading
Commentary
Hosea Commentaries
→
Devotional
Hosea Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→