bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 John 1
1 John 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 2 →
1
რაც იყო დასაბამიდან, რაც გვსმენია, რაც ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც დავკვირვებივართ და რასაც ჩვენი ხელებით შევხებივართ, სიცოცხლის სიტყვის შესახებ –
2
და სიცოცხლე გამოჩნდა, და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ და გაუწყებთ თქვენ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და ჩვენ გამოგვეცხადა, –
3
რაც გვინახავს და გვსმენია, გაუწყებთ თქვენ, რათა თქვენც გქონდეთ თანაზიარება ჩვენთან, ხოლო ჩვენი თანაზიარება არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.
4
ამას გწერთ, რომ სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული.
5
და ეს არის უწყება, რომელიც მოვისმინეთ მისგან და გადმოგცემთ თქვენ, რომ ღმერთი არის ნათელი და არავითარი სიბნელე არ არის მასში.
6
თუ ვამბობთ, რომ თანაზიარება გვაქვს მასთან და ბნელში კი დავდივართ, ვცრუობთ და არ ვიქმთ ჭეშმარიტებას.
7
ხოლო თუკი ნათელში დავდივართ, როგორც ის არის ნათელში, მაშინ თანაზიარება გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესოს სისხლი გვწმედს ყოველი ცოდვისაგან.
8
თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.
9
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, იგი, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან.
10
თუ ვამბობთ, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5