bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 John 5
1 John 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
1
ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღმერთისგან არის შობილი; და ყველას, ვისაც მშობელი უყვარს, მისგან შობილიც უყვარს.
2
ღმერთის შვილები რომ გვიყვარს, იმით ვიგებთ, რომ გვიყვარს ღმერთი და ვიცავთ მის მცნებებს.
3
რადგან ღმერთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები არ არის მძიმე.
4
რადგან ყოველი ღმერთისგან შობილი სძლევს ქვეყნიერებას. და ეს არის ძლევა, რომელიც სძლევს ქვეყნიერებას, ჩვენი რწმენა.
5
ვინ არის ქვეყნიერების მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?
6
ეს არის, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით, იესო ქრისტე, მარტო წყლით კი არა, არამედ წყლითა და სისხლით. სული მოწმობს ამას, რადგან სული ჭეშმარიტებაა.
7
რადგან სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ:
8
სული, წყალი და სისხლი. და ეს სამი ერთია.
9
თუ კაცთა მოწმობას ვიწყნარებთ, ღმერთის მოწმობა უფრო დიდია; რადგან ეს არის ღმერთის მოწმობა, ვინაიდან დაამოწმა თავის ძეზე.
10
ღმერთის ძის მორწმუნეს თავის თავშივე აქვს მოწმობა. ვისაც ღმერთი არ სწამს, ცრუდ გამოჰყავს ის, რადგან არ იწამა მოწმობა, რომლითაც ღმერთმა დაამოწმა თავის ძეზე.
11
ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია.
12
ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს; ვისაც ძე ღვთისა არა ჰყავს, სიცოცხლეც არა აქვს.
13
ამას გწერთ თქვენ, ღმერთის ძის სახელის მორწმუნეებს, რათა იცოდეთ, რომ ღმერთის ძის სახელის რწმენით გაქვთ თქვენ საუკუნო სიცოცხლე.
14
და ეს არის გამბედაობა, რომელიც გვაქვს მის მიმართ, რომ, როცა რაიმეს ვითხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს.
15
ხოლო თუ ვიცით, რომ ის გვისმენს, რასაც ვთხოვთ, ისიც ვიცით, რომ მიღებული გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ.
16
თუ ვინმე ხედავს თავის ძმას, შემცოდეს არამომაკვდინებელი ცოდვით, ილოცოს და იგი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებლად შემცოდეს. არის მომაკვდინებელი ცოდვა, მასზე არ ვამბობ, რომ ილოცოს.
17
ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ არის არამომაკვდინებელი ცოდვა.
18
ვიცით, რომ ღმერთისაგან შობილნი არ სცოდავენ; არამედ ის, ვინც ღმერთისაგან იშვა, იცავს მათ და ბოროტება არ ეკარება მათ.
19
ვიცით, რომ ღმერთისაგან ვართ, და რომ მთელი ქვეყნიერება ბოროტში ძევს.
20
ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ ჭეშმარიტში, მის ძე იესო ქრისტეში. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.
21
შვილებო! დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან. ამინ.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
All chapters:
1
2
3
4
5