bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 John 3
1 John 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 4 →
1
ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღმერთის შვილები, და ვართ კიდეც. ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ, რომ არ შეიცნო იგი.
2
საყვარელნო, ახლა ღმერთის შვილები ვართ, ოღონდ ჯერ არ გამოჩენილა, რანი ვიქნებით. ვიცით, რომ როცა ის გამოჩნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც ის არის.
3
ყველამ, ვისაც მასზე აქვს სასოება, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა.
4
ყოველი ცოდვის ჩამდენი უკანონობას ჩადის; ცოდვა უკანონობაა.
5
თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა.
6
ყოველი, ვინც რჩება მასში, არ სცოდავს. არც ერთ შემცოდეს არ უხილავს იგი და არც იცის იგი.
7
შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ. სიმართლის მოქმედი მართალია ისევე, როგორც ის არის მართალი.
8
ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის, რადგან დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს. იმისათვის გამოჩნდა ძე ღვთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი.
9
ყოველი, ვინც ღმერთისაგან არის შობილი, არ ჩადის ცოდვას, რადგან მისი თესლი რჩება მასში და არ ძალუძს მას შეცოდება, რადგან ღმერთისგან არის შობილი.
10
ასე გამოჩნდებიან ღმერთის შვილები და ეშმაკის შვილები: ის, ვინც არ იქმს სიმართლეს, არ არის ღმერთისაგან, და არც ის, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს.
11
რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი.
12
ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა. მერედა რისთვის მოკლა იგი? იმისათვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა – მართალი.
13
ნუ გაგიკვირდებათ, ძმებო, თუ ქვეყნიერება შეგიძულებთ.
14
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.
15
ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია. ხოლო თქვენ იცით, რომ არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, დავანებული მასში.
16
ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი სამშვინველი დადო ჩვენთვის და ჩვენც უნდა დავდოთ სამშვინველები ძმათათვის.
17
ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და გულს დახშავს მისთვის, როგორ დარჩება მასში ღმერთის სიყვარული?
18
შვილებო, ნუ გვიყვარს სიტყვებით, ნურც ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.
19
ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავირწმუნებთ გულს.
20
რადგან, თუ ჩვენი გული გვამხილებს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის.
21
საყვარელნო, თუ ჩვენი გული არ გვამხილებს, კადნიერება გვექნება უფლის მიმართ;
22
და რასაც კი ვითხოვთ, ვიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და ვიქმთ მის წინაშე მოსაწონს.
23
ხოლო მისი მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის, იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც დაგვიდო მცნებად.
24
მისი მცნებების შემნახველი მასში რჩება, თავად ის კი – მასში. ამით ვიცით, რომ ის რჩება ჩვენში, სულისაგან, რომელიც მან მოგვცა.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5