bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 John 4
1 John 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 5 →
1
საყვარელნო, ნუ ერწმუნებით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულები, ღმერთისაგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი მოვიდა ქვეყანაზე.
2
ამით შეიცნობთ ღმერთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ღმერთისაგან არის.
3
ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღმერთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და იგი ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა.
4
თქვენ ღმერთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგან ის, ვინც თქვენშია, იმაზე მეტია, ვინც ქვეყნიერებაზე არის.
5
ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომაც ქვეყნიურს ამბობენ და ქვეყნიერებაც ყურს უგდებს მათ.
6
ჩვენ ღმერთისაგან ვართ. ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს ჩვენ, ხოლო ვინც ღმერთისაგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ ჭეშმარიტების სულს და ცდომილების სულს.
7
საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღმერთისაგან არის სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღმერთისაგან არის შობილი და იცნობს ღმერთს.
8
ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია.
9
ღმერთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა ქვეყნიერებაზე თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ვიცოცხლოთ მისი მეშვეობით.
10
ამაში გამოჩნდა სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამოსასყიდ მსხვერპლად.
11
საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული.
12
ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი რჩება ჩვენში და მისი სიყვარული სრულქმნილია ჩვენში.
13
იმით ვიგებთ, რომ ჩვენ მასში ვრჩებით და ის ჩვენში, რომ მან თავისი სულისაგან მოგვცა.
14
და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, რომ მამამ მოავლინა ძე ქვეყნიერების მაცხოვრად.
15
ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი – ღმერთში.
16
და ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი – მასში.
17
სიყვარული სრულყოფილი გახდა ჩვენს შორის, რათა გვქონდეს სითამამე განკითხვის დღეს, რადგან როგორიც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ ქვეყანაზე.
18
შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული განდევნის შიშს. რადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმე, ხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში სრულყოფილი.
19
ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა.
20
თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარს, თავისი ძმა კი სძულს, იგი ცრუა, რადგან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, მას ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს.
21
და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღმერთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5