bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 John 2
1 John 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 3 →
1
ჩემო შვილებო, ამას გწერთ იმისთვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს მამის წინაშე მეოხი, მართალი იესო ქრისტე.
2
ის არის ჩვენი ცოდვების გამომსყიდველი მსხვერპლი, და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნიერების ცოდვებისა.
3
იმით გავიგებთ, რომ შევიცანით ის, თუ დავიცავთ მის მცნებებს.
4
ვინც ამბობს: შევიცანიო იგი, მაგრამ მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და არ არის მასში ჭეშმარიტება.
5
ხოლო ვინც იცავს მის სიტყვას, მასში ჭეშმარიტად აღსრულებულია ღმერთის სიყვარული. ამით ვუწყით, რომ მასში ვართ.
6
ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისევე უნდა იაროს, როგორც ის დადიოდა.
7
საყვარელნო! გწერთ არა ახალ მცნებას, არამედ ძველ მცნებას, რომელიც დასაბამიდან გქონდათ. ძველი მცნება არის სიტყვა, რომელიც ისმინეთ.
8
და მაინც, გწერთ ახალ მცნებას, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც. რადგან ბნელი მიდის და ჭეშმარიტი ნათელი უკვე ანათებს.
9
ვინც ამბობს, რომ ნათელშია, თავისი ძმა კი სძულს, იგი აქამდე ბნელში იმყოფება.
10
ვისაც თავისი ძმა უყვარს, იგი ნათელში რჩება და საცდური არ არის მასში.
11
ის კი, ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელში იმყოფება და ბნელში დადის, და არ იცის, საით მიდის, რადგან სიბნელემ დაუბრმავა თვალები.
12
გწერთ თქვენ, შვილებო, რადგან მოგეტევათ თქვენი ცოდვები მისი სახელით.
13
გწერთ თქვენ, მამებო, რადგან იცნობთ მას, რომელიც დასაბამიდანაა. გწერთ თქვენ, ჭაბუკნო, რადგან სძლიეთ ბოროტს.
14
მოგწერეთ თქვენ, შვილებო, რადგან იცნობთ მამას. მოგწერეთ თქვენ, მამებო, რადგან თქვენ იცნობთ მას, ვინც დასაბამიდანაა. მოგწერეთ თქვენ, ჭაბუკნო, რადგან ძლიერნი ხართ და ღმერთის სიტყვა იმყოფება თქვენში და თქვენ სძლიეთ ბოროტს.
15
ნუ შეიყვარებთ ქვეყნიერებას, ნურც იმას, რაც ქვეყნიერებაზე არის. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული.
16
რადგან ყოველივე, რაც არის ქვეყნიერებაზე: ხორცის გულისთქმა, თვალის გულისთქმა და ქონებით სიამაყე, მამისაგან კი არ არის, არამედ ქვეყნიერებისგან.
17
და გადადის ქვეყნიერება და მისი გულისთქმაც, ღმერთის ნების აღმსრულებელი კი რჩება საუკუნოდ.
18
შვილებო, უკანასკნელი ჟამია და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე და ახლაც მრავლად არიან ანტიქრისტეები, ამით ვიცით, რომ უკანასკნელი ჟამია.
19
ისინი ჩვენგან გავიდნენ, თუმცა ჩვენიანები არ ყოფილან, რადგან ჩვენიანები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთან დარჩებოდნენ. მაგრამ ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი არ არიან ჩვენიანები.
20
თქვენ კი ცხებულება გაქვთ წმიდის მიერ და იცით ყველაფერი.
21
იმიტომ კი არ გწერეთ, რომ ჭეშმარიტება არ იცით, არამედ იმიტომ, რომ იცით იგი და რომ ჭეშმარიტებისაგან არავითარი სიცრუე არ წარმოიქმნება.
22
ვინ არის ცრუ, თუ არა იგი, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ის ანტიქრისტეა, მამისა და ძის უარმყოფელი.
23
ვინც ძეს უარმყოფს, მას არც მამა ჰყავს. ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მას ჰყავს მამაც.
24
ამრიგად, დარჩეს თქვენში, რაც მოისმინეთ დასაბამიდან. და თუ დარჩება თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში.
25
ეს არის აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა: საუკუნო სიცოცხლე.
26
ეს მოგწერეთ თქვენს მაცდუნებელთა შესახებ.
27
ხოლო ცხებულება, რომელიც მიიღეთ მისგან, თქვენში რჩება და არავისგან სწავლა არ გჭირდებათ, არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს. ის ჭეშმარიტია და მასში არ არის სიცრუე. და როგორც ის გასწავლით, დარჩით მასში.
28
ახლა კი, შვილებო, დარჩით მასში, რათა, როცა იგი გამოცხადდება, გვქონდეს გაბედულება და არ შევრცხვეთ მის წინაშე მისი მოსვლისას.
29
თუ იცით, რომ იგი მართალია, ისიც იცოდეთ, რომ ყოველი სიმართლის მოქმედი მისგან არის შობილი.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5