bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Thessalonians 1
1 Thessalonians 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 2 →
1
პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენ და მშვიდობა.
2
მარადის ვმადლობთ ღმერთს ყველა თქვენგანისათვის და გიხსენებთ ჩვენს ლოცვებში. განუწყვეტლივ
3
ვიხსენებთ რა ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე თქვენი რწმენის საქმეს და სიყვარულის შრომას და იმედიან მოთმინებას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიმართ.
4
ვიცით თქვენი რჩეულება, ძმებო, რომლებიც ღმერთმა შეგიყვარათ.
5
რადგან ჩვენი სახარება თქვენს მიმართ იყო არა მხოლოდ სიტყვით, არამედ აგრეთვე ძალით, სულიწმიდით და მრავალი მოწმობით და თქვენ თავადაც იცით, რანი ვიყავით თქვენს შორის თქვენთვის.
6
თქვენ გახდით მბაძავნი ჩვენი და უფლისა, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა სულიწმიდის სიხარულით;
7
ისე რომ, თქვენ გახდით სახე ყველა მორწმუნისათვის მაკედონიასა და აქაიაში.
8
რადგან თქვენგან გაისმა უფლის სიტყვა არა მარტო მაკედონიასა და აქაიაში, არამედ ყოველ ადგილს მისწვდა თქვენი რწმენა ღმერთისადმი. ისე რომ, არაფერი გვრჩება სათქმელი.
9
რადგან ისინი თვითონ ყვებიან ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან და როგორ მოიქეცით კერპებისაგან ღმერთისაკენ, რათა ემსახუროთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს,
10
და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც მკვდრეთით აღადგინა, იესოს, რომელიც მომავალი რისხვისაგან გვიხსნის ჩვენ.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5