bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Thessalonians 3
1 Thessalonians 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 4 →
1
ამიტომ, რაკი ვეღარ მოვითმინეთ უთქვენობა, ვარჩიეთ ათენში მარტო დარჩენა
2
და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღმერთის მსახური ქრისტეს სახარებაში, რათა გაგვემტკიცებინეთ და გვენუგეშებინეთ თქვენს რწმენაში,
3
რათა არავინ შერყეულიყო ამ გასაჭირში, რადგან, თქვენც იცით, რომ საამისოდ ვართ დადგენილნი.
4
როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, წინასწარ გეუბნებოდით, რომ ჭირი მოგველოდა, რაც ახდა კიდეც და იცით.
5
ამიტომ ვეღარ მოვითმინე და გამოვგზავნე ის თქვენი რწმენის ამბის შესატყობად, ვაითუ განსაცდელში შეგიყვანათ გამომცდელმა და ჩვენი შრომა ფუჭი გამოდგა.
6
ახლა კი, როცა ტიმოთე თქვენგან დაბრუნდა და გვახარა თქვენი რწმენისა და სიყვარულის ამბავი, რომ თქვენ ყოველთვის კეთილად გახსოვართ და გსურთ ჩვენი ხილვა, როგორც ჩვენ – თქვენი,
7
ვინუგეშეთ თავი თქვენით, ძმებო, ყველა ჩვენს უბედურებასა თუ გასაჭირში, თქვენი რწმენით.
8
რადგან ახლა ვცოცხლობთ, რაკიღა მტკიცედ დგახართ უფალში.
9
როგორი მადლობა შეგვიძლია შევწიროთ ღმერთს თქვენი გულისათვის ყველა იმ სიხარულის გამო, რომლითაც ვხარობთ თქვენით ჩვენი ღმერთის წინაშე,
10
ღამით და დღისით მხურვალედ ვლოცულობთ, რათა ვიხილოთ თქვენი სახე და შევავსოთ ის, რაც აკლია თქვენს რწმენას.
11
დაე თავად ჩვენმა ღმერთმა და მამამ და ჩვენმა უფალმა იესომ წარმართოს ჩვენი გზა თქვენსკენ.
12
უფალმა გაზარდოს და გაამრავლოს თქვენი სიყვარული ერთმანეთისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენ გვიყვარხართ თქვენ,
13
რათა განმტკიცდეს თქვენი გული უმწიკვლოდ სიწმიდეში ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისას ყველა თავის წმიდასთან ერთად.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5