bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Thessalonians 4
1 Thessalonians 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 5 →
1
და ბოლოს, ძმებო, გთხოვთ და გევედრებით უფალ იესოში, რომ, როგორც ჩვენგან ისწავლეთ, როგორ უნდა იაროთ ღმერთის საამებლად, და როგორც დადიხართ კიდეც, ეს კიდევ უფრო გააძლიეროთ.
2
რადგან იცით, როგორი მცნებანი მოგეცით თქვენ უფალი იესოსგან,
3
რადგან ღმერთის ნებაა თქვენი განწმედა, რათა განერიდოთ გარყვნილებას,
4
რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს, როგორ შეინახოს თავისი ჭურჭელი სიწმიდით და ღირსებით,
5
და არა ვნებათა ღელვით, წარმართების მსგავსად, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს.
6
რათა არავინ არ გამოიყენოს ბოროტად და არ მოატყუოს საქმეში თავისი ძმა, რადგან შურისმგებელია უფალი ყოველივე ამის გამო, როგორც ადრეც გითხარით და დაგიმოწმეთ.
7
რადგან ღმერთმა უწმიდურებისაკენ კი არ მოგვიწოდა, არამედ სიწმიდისაკენ.
8
ამის უარმყოფელი ადამიანს კი არ უარყოფს, არამედ ღმერთს, რომელიც გაძლევთ თქვენ თავის წმიდა სულს.
9
არ გჭირდებათ, რომ ძმათმოყვარეობაზე მოგწეროთ, რადგან ღვთივგანსწავლულნი ხართ ერთიმეორის სიყვარულში.
10
რადგან ასე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელ მაკედონიაში. მაგრამ გევედრებით, ძმებო, კიდევ უფრო მეტი გააკეთოთ.
11
და გულმოდგინედ ეცადეთ იყოთ მშვიდნი, აკეთოთ თქვენი საქმე და საკუთარი ხელით იმუშაოთ, როგორც ჩვენ გამცნეთ,
12
რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეებთან და არავისი არაფერი დაგჭირდეთ.
13
არ გვსურს უცოდინარნი დარჩეთ, ძმებო, განსვენებულთა შესახებ, რათა არ მწუხარებდეთ სხვებივით, რომელთაც არა აქვთ სასოება.
14
რადგან თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღსდგა, ასევე განსვენებულებსაც ღმერთი იესოს მეშვეობით მოიყვანს მასთან ერთად.
15
ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, ვინც ცოცხლები დავრჩით უფლის მოსვლამდე, არ დავასწრებთ განსვენებულებს,
16
რადგან თვით უფალი გადმოვა ციდან ბრძანებაზე, მთავარანგელოზის ხმაზე და ღმერთის საყვირზე, და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან,
17
მერე კი ჩვენ, ცოცხლები, ვინც დავრჩით, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად სამარადისოდ უფალთან ვიქნებით.
18
ამიტომ გაამხნევეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5