bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Thessalonians 5
1 Thessalonians 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
1
ჟამზე და ვადებზე საჭირო არ არის რაიმე მოგწეროთ, ძმებო,
2
რადგან თქვენ თავადაც კარგად იცით, რომ უფლის დღე ისე მოვა, როგორც ქურდი ღამით.
3
როდესაც იტყვიან: „მშვიდობა და უსაფრთხოება,“ მაშინ მოულოდნელად მოაწევს მათზე განადგურება, როგორც ფეხმძიმეზე მშობიარობის ტკივილები, და ვერ გაექცევიან.
4
მაგრამ, თქვენ, ძმებო, ბნელში არ იმყოფებით, რომ ეს დღე მპარავივით დაგატყდეთ თავს.
5
რადგან თქვენ ყველანი ნათლის შვილები ხართ და დღის შვილები. არა ვართ ჩვენ ღამისანი, არც ბნელისანი.
6
მაშ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ ვიღვიძოთ და ვიფხიზლოთ.
7
რადგან მძინარეებს ღამით სძინავთ და ლოთები ღამით თვრებიან.
8
მაგრამ ჩვენ, რაკი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯრით და ხსნის სასოების მუზარადით,
9
რადგან ღმერთმა რისხვისათვის კი არ დაგვადგინა, არამედ ხსნის მისაღებად ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით,
10
რომელიც ჩვენთვის მოკვდა, რათა ჩვენ, ვფხიზლობთ თუ გვძინავს, მასთან ერთად ვიცოცხლოთ.
11
ამიტომ გაამხნევეთ და აღაშენეთ ერთმანეთი, როგორც აკეთებთ კიდეც.
12
გთხოვთ, ძმებო, პატივი ეცით თქვენს შორის მშრომელთ და თქვენს წინამძღოლებს უფალში და თქვენს დამრიგებლებს.
13
უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი მათი საქმის გამო. მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთთან.
14
შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, გაამხნევეთ სულმოკლენი, შეეწიეთ უძლურთ, სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.
15
გაფრთხილდით, არ მიაგოთ ერთმანეთს ბოროტის წილ ბოროტი, არამედ მუდამ ეცადეთ სიკეთე უყოთ ერთმანეთს და ყველას.
16
მუდამ ხარობდეთ,
17
განუწყვეტლივ ილოცეთ,
18
ყველაფერში მადლიერნი იყავით, რადგან ეს არის თქვენს მიმართ ღმერთის ნება ქრისტე იესოში.
19
სულს ნუ ჩააქრობთ,
20
წინასწარმეტყველებებს ნუ შეურაცხჰყოფთ;
21
ყველაფერი გამოსცადეთ, კარგი შეინარჩუნეთ,
22
ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას.
23
და თვით მშვიდობის ღმერთმა წმიდა გყოთ სრულად და მრთელად და თქვენი სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნას უმწიკვლოდ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მოსვლისათვის.
24
სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს კიდეც ამას.
25
ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის.
26
მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით.
27
გაფიცებთ უფალს, წაუკითხეთ ეს წერილი ყველა წმიდა ძმას.
28
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან. ამინ.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
All chapters:
1
2
3
4
5