bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Thessalonians 2
1 Thessalonians 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 3 →
1
თქვენ თავად იცით, ძმებო, რომ ჩვენი თქვენთან შემოსვლა არ იყო ამაო.
2
მანამდე ფილიპეში გატანჯულებმა და შეურაცხყოფილებმა, როგორც იცით, გავბედეთ ჩვენს ღმერთში, რომ თქვენთვის გაგვეცხადებინა ღმერთის სახარება დიდი ბრძოლით.
3
რადგან ჩვენი ქადაგება არ მომდინარეობს არც შეცდომებიდან, არც უწმიდურებიდან, არც ცბიერებიდან.
4
არამედ ვლაპარაკობთ, როგორც ღმერთისაგან გამოცდილები, რომელთაც მოგვენდო სახარება; და ჩვენ ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც გამოსცდის ჩვენს გულებს.
5
რადგან, როგორც იცით, არასოდეს გვითქვამს პირმოთნე სიტყვა და არც ანგარებიანი ზრახვა გვქონია, ღმერთია მოწამე.
6
არ ვეძებთ დიდებას არც ადამიანთაგან, არც თქვენგან, არც სხვებისაგან.
7
თუმცა შეგვეძლო მომთხოვნები ვყოფილიყავით, როგორც ქრისტეს მოციქულები, მაგრამ გულკეთილად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავის ბალღებზე რომ ზრუნავს.
8
ასევე ჩვენც, თქვენდამი გულმხურვალეებს, გვსურდა გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღმერთის სახარება, არამედ ჩვენი სულებიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის.
9
ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა: დღე და ღამე ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ასე ვქადაგებდით თქვენს შორის ღმერთის სახარებას.
10
მოწმენი ხართ თქვენც და ღმერთიც, რა წრფელად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენი, მორწმუნეების, მიმართ.
11
რადგან იცით, რომ როგორც მამა თავის შვილებს, ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს.
12
განუგეშებდით და გამხნევებდით და მოვითხოვდით, რომ გევლოთ ღმერთის ღირსად, ვინც მოგიწოდებთ თავის სასუფეველსა და დიდებაში.
13
ამისათვის ჩვენც განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა მიიღეთ ჩვენგან მოსმენილი ღმერთის სიტყვა, შეიწყნარეთ იგი არა როგორც ადამიანთა სიტყვა, არამედ როგორც ღმერთის სიტყვა, როგორც ის ჭეშმარიტად არის, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნეებში.
14
რადგან თქვენ გახდით, ძმებო, იუდეაში მყოფი ღმერთის ეკლესიების მბაძავნი ქრისტე იესოში, რადგან თქვენც იტანჯეთ თქვენს თვისტომთაგან ისევე, როგორც მათ – იუდეველთაგან,
15
რომელთაც მოკლეს უფალი იესო და მისი წინასწარმეტყველნიც და ჩვენც გამოგვრეკეს, ღმერთს არ აამებენ და ყველა ადამიანს ეწინააღმდეგებიან,
16
გვაბრკოლებენ, რომ წარმართებთან ვილაპარაკოთ, რათა ვიხსნათ ისინი, რითაც მუდამ ავსებენ თავიანთ ცოდვებს. მაგრამ დაატყდებათ მათ რისხვა საბოლოოდ.
17
ჩვენ კი, ძმებო, მცირე ხნით რომ დაგშორდით სახით და არა გულით, მით უფრო მეტი წადილით ვესწრაფოდით თქვენი სახის ხილვას.
18
ამიტომ გვინდოდა, განსაკუთრებით კი მე, პავლეს, ერთი-ორჯერ თქვენთან მოსვლა, მაგრამ სატანა გვაბრკოლებდა.
19
რადგან ვინ არის ჩვენი სასოება, ან ჩვენი სიხარული, ან სიქადულის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესოს წინაშე, მისი მოსვლისას?
20
რადგან თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5