bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
James 1
James 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 2 →
1
იაკობი, ღმერთისა და უფლის იესო ქრისტეს მონა, თორმეტ ტომს, განთესილობაში, გიხაროდეთ.
2
ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც მრავალგვარ განსაცდელს შეხვდებით,
3
რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა შობს მოთმინებას;
4
მოთმინებას კი უნდა ჰქონდეს სრულმქმნელი მოქმედება, რათა იყოთ სრულყოფილნი, წუნდაუდებელნი და ყოველმხრივ უნაკლონი.
5
თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად მიმცემს, და მიეცემა.
6
რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან დაეჭვებული ჰგავს ზღვის ტალღას, ქარისაგან აღძრულსა და მიმოტაცებულს.
7
ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღმერთისაგან მიიღებს რაიმეს.
8
ორჭოფი კაცი მერყევია თავის ყოველ გზაზე.
9
თავმდაბალმა ძმამ იქოს თავი თავისი სიმაღლით,
10
მდიდარმა კი – თავისი სიმდაბლით, რადგან ის გადაივლის, როგორც ბალახში ყვავილი.
11
რადგან, როცა ამოდის მზე თავისი მცხუნვარებით, ახმობს ბალახს, დაცვივდება მისი ყვავილი და მისი სახის მშვენება დაიკარგება. ასე დაჭკნება მდიდარიც თავის გზებზე.
12
ნეტარია კაცი, რომელიც დაითმენს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც ღმერთმა აღუთქვა თავის მოყვარულთ.
13
ნურავინ იტყვის განსაცდელში: „ღმერთისგან გამოვიცდები,“ რადგან ღმერთი არ გამოიცდება ბოროტით და არც არავის სცდის.
14
არამედ ყოველი გამოიცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას.
15
შემდეგ კი, გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. მომწიფებული ცოდვა კი შობს სიკვდილს.
16
ნუ შეცდებით, ჩემო საყვარელო ძმებო.
17
ყველა კეთილი ბოძება და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან არის გადმოსული, ნათელთა მამისაგან, რომელთანაც არ არის ცვალებადობა და არც ჩრდილი ცვლილებისა.
18
მან თავისი ნებით დაგვბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის ქმნილებათა შორის.
19
მაშ, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი იყოს სმენაში სწრაფი, სიტყვაში დინჯი და რისხვაში ნელი.
20
რადგან კაცაის გულისწყრომა არ წარმოქმნის ღმერთის სამართლიანობას.
21
ამიტომ, მოიშორეთ ყოველგვარი სიბილწე და ბოროტების ნატამალი და თვინიერად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია.
22
იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად.
23
რადგან, თუ ვინმე ისმენს სიტყვას და არ ასრულებს, ჰგავს ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს, –
24
შეხედავს თავის თავს, მიდის და მყისვე ავიწყდება, როგორია.
25
მაგრამ, ვინც ჩაუკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და მასში დარჩება, მომსმენი და დამვიწყებელი კი არ იქნება, არამედ საქმის აღმსრულებელი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში.
26
თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ ღვთისმოსავია, ენას კი არ ალაგმავს, ის თავის გულს აცდუნებს; ფუჭია მისი ღვთისმოსაობა.
27
წმიდა და შეუბღალავი ღვთისმოსაობა ღმერთისა და მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი ქვეყნიერებისაგან.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5