bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
James 5
James 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
1
ახლა კი მისმინეთ თქვენ, მდიდრებო: იტირეთ და ივალალეთ იმ უბედურებებზე, თქვენზე რომ მოდის.
2
დალპა თქვენი სიმდიდრე, შეჭამა ჩრჩილმა თქვენი სამოსი.
3
თქვენი ოქრო და ვერცხლი დაიჟანგა. მათი ჟანგი იქნება მოწმობა თქვენს წინააღმდეგ და თქვენს ხორცს ცეცხლივით შეჭამს იგი: დაგიუნჯებიათ განძი უკანასკნელი დღეებისათვის.
4
აჰა, მუშაკთა საზღაური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, ღაღადებს და მომკელთა ძახილი უფალი საბაოთის ყურამდე აღწევს.
5
თქვენ განცხრომას ეძლეოდით დედამიწაზე და ნებივრობდით, გულები დაისუქეთ, თითქოს დაკვლის დღისათვის.
6
თქვენ მსჯავრი დასდეთ და მოკალით მართალი, ის კი არ გაგიძალიანდათ თქვენ.
7
ამიტომ, ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე. აჰა, მიწისმუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, მოთმინებით ელის ადრეული და გვიანი წვიმების მოსვლას.
8
თქვენც მოითმინეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოებულია უფლის მოსვლა.
9
ჩემო ძმებო, ნუ ჩივით ერთმანეთზე, რათა არ იყოთ განკითხულნი. აჰა, განმკითხავი კარზეა მომდგარი.
10
ჩემო ძმებო, მოთმინების მაგალითად მიიღეთ წინასწარმეტყველნი, რომლებიც უფლის სახელით ლაპარაკობდნენ.
11
აჰა, ჩვენ ნეტარად მივიჩნევთ მათ, ვინც დაითმინა. იობის მოთმინება გსმენიათ და მისი უფლისმიერი ბოლო გინახავთ, რადგან მრავალმოწყალე და შემწყნარებელია უფალი.
12
პირველყოვლისა, ჩემო ძმებო, ნუ დაიფიცებთ ნურც ცას და ნურც მიწას, ნურც სხვა რაიმე საფიცარს. თქვენი ჰო იყოს ჰო და არა – არა, რათა სამსჯავროს ქვეშ არ მოხვდეთ.
13
ვინც იტანჯება თქვენს შორის, ილოცოს, ვისაც უხარია, იგალობოს.
14
არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მასზე და სცხონ ზეთი უფლის სახელით.
15
რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს. წამოაყენებს მას უფალი და თუ რამ ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება.
16
აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან დიდი ძალა აქვს მართლის ლოცვას.
17
ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ მოსულიყო წვიმა და არ მოსულა დედამიწაზე წვიმა სამ წელსა და ექვს თვეს.
18
და კვლავ ილოცა და ცამ მოსცა წვიმა და მიწამ აღმოაცენა თავისი ნაყოფი.
19
ჩემო ძმებო, თუ ვინმე თქვენგანი გადაცდება ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას,
20
იცოდეთ, რომ ცოდვილის მომქცევი მისი ცდომილების გზიდან, სიკვდილისაგან იხსნის მის სულს და მრავალ ცოდვას დაფარავს.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
All chapters:
1
2
3
4
5