bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
James 4
James 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 5 →
1
საიდან არის ბრძოლა და შუღლი თქვენს შორის, თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენს ასოებს შორის იბრძვიან?
2
გსურთ და არ გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ იხელთებთ; მოშუღლეობთ და იბრძვით და არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ.
3
ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმები დაიკმაყოფილოთ.
4
მრუშებო, განა არ იცით, რომ ამა ქვეყნის მეგობრობა ღმერთის მტრობაა? ასეა, ვისაც ამა ქვეყნის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება.
5
ნუთუ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „შურით სწადია მას ჩვენში დავანებული სული?“
6
მაგრამ უფრო მეტ მადლსაც იძლევა. ამიტომ ამბობს: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.“
7
ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან.
8
მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ. გაისუფთავეთ ხელები, ცოდვილნო, უბიწოდ დაიცავით გულები, ორგულნო.
9
შეწუხდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული – მწუხარებად.
10
დამდაბლდით უფლის წინაშე და აგამაღლებთ თქვენ.
11
ძმებო, ნუ ძრახავთ ერთმანეთს. ვინც ძმას ძრახავს და ასამართლებს, რჯულს ძრახავს და ასამართლებს. თუ რჯულს ასამართლებ, აღმსრულებელი კი აღარა ხარ, არამედ მოსამართლე.
12
ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც შეუძლია ხსნა და დაღუპვა. შენ კი ვინა ხარ, მოყვასს რომ განიკითხავ?
13
ახლა კი მისმინეთ თქვენ, ვინც ამბობთ: „დღეს ან ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთ,“ –
14
თქვენ, რომელთაც არ იცით, რა მოხდება ხვალ, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი ხართ, რომელიც მცირე ხნით გამოჩნდება, მერე კი გაქრება.
15
ნაცვლად იმისა, რომ თქვათ: „თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას გავაკეთებთ,“
16
იქადით ამაყად. ყოველი ამგვარი ქადილი ბოროტებაა.
17
ამიტომ, ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება მას.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5