bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
James 3
James 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 4 →
1
ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები. იცოდეთ, რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ,
2
რადგან ჩვენ ყველანი ბევრს ვცდებით. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია; მას შეუძლია, ალაგმოს მთელი სხეულიც.
3
აჰა, ცხენებს ლაგამს ამოვდებთ, რათა დაგვემორჩილონ, და ვმართავთ მთელ მათ სხეულს.
4
აჰა, ხომალდები, რა დიდებიც არ უნდა იყვნენ და როგორმა ძლიერმა ქარებმაც არ ატორტმანონ, პატარა საჭე იქით მიაბრუნებს მათ, საითაც მესაჭე მოინდომებს.
5
ასევეა ენაც – პატარა ასოა და შეუძლია ბევრი რამ დაიქადოს. აჰა, მცირე ცეცხლი რამდენ ტყეს ბუგავს.
6
ენაც ცეცხლია, უსამართლობის სამყარო. ენა ჩვენს ასოებს შორისაა მოთავსებული, მთელი სხეულის წამბილწავი და მთელი ჩვენი არსებობის სვლა-გეზის დამანგრეველი, და თვით ჯოჯოხეთისაგან აგზნებული.
7
რადგან მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა ყოველგვარი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია ადამიანური ბუნების მიერ.
8
ენის მოთვინიერება კი ადამიანთაგან არავის არ შეუძლია – დაუოკებელი ბოროტებაა და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე.
9
მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მითვე ვწყევლით ღმერთის ხატად შექმნილ ადამიანებს.
10
ერთი და იმავე პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევაც და წყევლაც. არ ეგების, ჩემო ძმებო, ასე რომ ხდება.
11
განა ერთი წყაროსთვალიდან გამოედინება ტკბილი და მწარე?
12
განა შეუძლია, ჩემო ძმებო, ლეღვის ხეს ზეთისხილი მოისხას, ანდა ვაზს – ლეღვი? ასევე მლაშე ვერ წარმოშობს მტკნარ წყალს.
13
ვინ არის თქვენს შორის ბრძენი და განსწავლული? კეთილი საქციელით აჩვენოს, რომ მისი საქმენი ბრძნული მოთმინებით არის ქმნილი.
14
მაგრამ თუ გულში მწარე შური და შუღლი გაქვთ, ნუ იტრაბახებთ და ნუ იცრუებთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ.
15
ეს არ არის გარდამოვლენილი სიბრძნე, არამედ მიწიერი, მშვინვიერი, ეშმაკისეული.
16
რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტი საქმეა.
17
ხოლო მაღლიდან გარდამომავალი სიბრძნე, პირველყოვლისა, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, თვინიერი, მომთმენი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.
18
ხოლო სიმართლის ნაყოფი მშვიდობისმყოფელთ ეთესებათ მშვიდობიანად.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5