bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
James 2
James 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 3 →
1
ჩემო ძმებო, ნუ იქნებით მიკერძოებულნი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს დიდების რწმენაში.
2
რადგან, თუ შემოვა კაცი თქვენს სინაგოგაში, ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსით მოსილი, და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით, –
3
თუ შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით მას: „დაბრძანდი, აქ უკეთესია.“ ღარიბს კი ეტყვით: „შენ იქ დადექი,“ ანდა: „აქ დაჯექი, ჩემს ფეხთით,“ –
4
განა არ არჩევთ თქვენს შორის და ცუდი აზრებით განმკითხველნი არ გამოდიხართ?
5
ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო, განა ღმერთმა ამა ქვეყნის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სამეფოს მემკვიდრეებად, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა?
6
თქვენ კი დაამცირეთ ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?
7
განა ისინი არ გმობენ თქვენს კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით?
8
თუ ასრულებთ სამეფო რჯულს, წერილის მიხედვით: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი,“ კარგად იქცევით.
9
მაგრამ, თუ მიკერძოებით იქცევით, ცოდვას ჩადიხართ და მხილებული ხართ რჯულისაგან, როგორც რჯულის დამრღვევნი.
10
რადგან, ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესცოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება.
11
რადგან მთქმელმა: „არ იმრუშო!“ ესეც თქვა: „არ მოკლა!“ და თუ არ მრუშობ, მაგრამ კლავ, რჯულის დამრღვევი ხდები.
12
ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსასჯელებმა.
13
რადგან, უწყალო მსჯავრი – უმოწყალოს; წყალობა აღემატება მსჯავრს.
14
ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? განა ამ რწმენას შეუძლია მისი ხსნა?
15
თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია,
16
რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას: „მშვიდობით იარე, გათბი და ისაზრდოე,“ სხეულისათვის საჭიროს კი არას მისცემს, რა სარგებელია?
17
ასევეა რწმენაც: თუ საქმენი არა აქვს, თავისთავად მკვდარია.
18
მაგრამ იტყვის ვინმე: „შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი.“ მიჩვენე შენი რწმენა საქმეთა გარეშე და მე გიჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან.
19
შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია, კარგს შვრები; მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ, და ძრწიან.
20
გსურს, უგუნურო ადამიანო, გაიგო, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია?
21
განა ჩვენი მამა, აბრაამი, საქმეებით არ გამართლდა, როცა თავის ძეს, ისააკს, სამსხვერპლოზე სწირავდა?
22
ხედავ, რწმენა ამოქმედებდა მის საქმეებს, საქმეებით კი განსრულდა რწმენა.
23
და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს მას სიმართლედ ჩაეთვალა და ღმერთის მეგობარი ეწოდა.“
24
ხედავთ, რომ საქმით მართლდება ადამიანი და არა მარტოოდენ რწმენით?
25
ასევე მეძავი რაჰაბი განა საქმეებით არ გამართლდა, როცა მზვერავები მიიღო და სხვა გზით გაისტუმრა?
26
რადგან, როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშე.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5