bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Lamentations 3
Lamentations 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 4 →
1
მე ვარ კაცი, მისი წყრომის კვერთხისაგან ჭირის მნახველი.
2
ის წამიძღვა და მატარა ბნელში და არა ნათელში.
3
მხოლოდ მე მიღერებს ხელს დღენიადაგ;
4
გალია ჩემი ხორცი და ტყავი, ძვლები დამილეწა.
5
შემომადგა და ტანჯვა-წამება შემომარტყა.
6
ბნელში დამასახლა, როგორც საუკუნოდ მკვდარი.
7
ზღუდე შემომავლო, რომ ვერ გამოვიდე, დაამძიმა ჩემი ბორკილები.
8
კიდევაც რომ ვიღაღადო და მოვუხმო მშველელს, ის ჩაახშობს ჩემს ვედრებას.
9
თლილი ქვით გადამიღობა გზები, დამიხლართა ბილიკები.
10
დათვივით მიმზერს საფარიდან, ლომივით ჩამისაფრდა.
11
გააუკუღმართა ჩემი გზები და დამფლითა, არარაობად მაქცია.
12
მშვილდი მოჭიმა და ისრის სამიზნედ დამსვა.
13
თირკმელებში გამიტარა გესლი თავისი კაპარჭისა.
14
მთელი ჩემი ხალხის დასაცინი გავხდი, ყოველდღიური საშაირო,
15
სიმწარით გამაძღო, ნაღვლით დამათრო.
16
ქვით ჩამიფხვნა კბილები, ნაცარი მაჭამა.
17
მშვიდობა გაშორდა ჩემს სულს, დამავიწყდა კეთილდღეობა.
18
და ვთქვი: წახდა ჩემი ძალა და იმედი უფლისგან.
19
გაიხსენე, უფალო, ჩემი უბედურება და ტანჯვა და სიმწარე.
20
კარგად ახსოვს ეს ჩემს სულს და მიღონდება სული.
21
ამას ვპასუხობ ჩემს გულს, ამის გამო ვესავ მას:
22
უფლის მადლით არ გავქრით, რადგან მისი გულმოწყალება არ დასრულებულა.
23
განახლდებიან ისინი ყოველ დილით, დიდია შენი ერთგულება.
24
ჩემი ხვედრია უფალი, – ამბობს ჩემი სული, – ამიტომაც ვესავ მას.
25
კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მაძიებელი სულისათვის.
26
სიკეთე მას, ვინც მოთმინებით ელოდება უფლისგან ხსნას.
27
სიკეთე კაცს, რომელმაც ზიდა თავისი უღელი სიყმაწვილეში;
28
რომელიც განმარტოებით ზის და დუმს, რადგან უფალმა დაადგა მას იგი.
29
მიწას ეხება ბაგეებით ამ ფიქრით: იქნებ კიდევ არისო იმედი.
30
ლოყა მიუშვიროს თავის მცემელს, გაძღეს საყვედურებით.
31
რადგან არ მიატოვებს უფალი სამუდამოდ.
32
რადგან, თუ დაამწუხრებს, შეიბრალებს კიდეც თავისი დიდი მოწყალებით.
33
რადგან არა თავისი ნებით აყენებს ის ტანჯვას და ამწუხრებს ადამიანის ძეთ,
34
რომ გათელოს თავის ფეხქვეშ ქვეყნის ყველა პყრობილი,
35
რომ გაამრუდოს კაცის სამართალი უზენაესის წინაშე,
36
რომ გააბათილოს ადამიანი მის საქმეში – არ ხედავს ამას უფალი?
37
ვინ არის, რომ თქვა და შესრულდა, განა უფალს არ უბრძანებია?
38
განა უზენაესის ბაგეებიდან არ გამოდის უბედურებაცა და სიკეთეც?
39
რატომ ჩივის ცოცხალი ადამიანი თავისი ცოდვების სასჯელის გამო?
40
მოვიძიოთ ჩვენი გზები და გამოვიძიოთ და მივუბრუნდეთ უფალს.
41
ხელით ავწიოთ ჩვენი გულები ღმერთისაკენ ზეცაში.
42
ჩვენ შეგცოდეთ და გეურჩებოდით, შენ ეს არ გვაპატიე.
43
შენ შეიმოსე რისხვით და გვდევნე, გვხოცავდი და არ გვიბრალებდი.
44
შენ ქუფრ ღრუბლებში, გაეხვიე, რათა არ მოეღწია შენამდე ჩვენს ლოცვას.
45
ნაგვად და სისაძაგლედ გვაქციე ხალხებს შორის.
46
პირი დააღო ჩვენზე ყველა ჩვენმა მტერმა.
47
შიში და ორმო წილად გვხვდა, ნგრევა და შემუსვრა.
48
ნაკადულებად მდის ცრემლები ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო.
49
თვალთაგან ცრემლი მდის უწყვეტ ნაკადად,
50
ვიდრე გადმოხედავდეს უფალი ზეციდან და დაინახავდეს.
51
სულს მიმწუხრებს ჩემი თვალი ჩემი ქალაქის ყველა ასულის გამო.
52
გაძლიერდნენ ჩემი მტრები, რათა უცოდველი ჩიტივით მომინადირონ.
53
მღვიმეში ჩაკლეს ჩემი სიცოცხლე და ქვით ჩამქოლეს.
54
თავზე გადამიარეს წყლებმა და ვთქვი: დავიღუპე-მეთქი.
55
ქვესკნელიდან ვუხმობდი შენს სახელს, უფალო.
56
შენ გესმოდა ჩემი ხმა; ნუ დაიმძიმებ ყურებს ჩემი სულთქმის მოსასმენად, ჩემი ღაღადების გასაგონად.
57
შენ მიახლოვდებოდი იმ დღეს, როდესაც მოგიხმობდი და მანუგეშებდი: ნუ გეშინისო.
58
შენ იცავდი, უფალო, ჩემი სულის საქმეს; შენ იხსენი ჩემი სიცოცხლე.
59
შენ ხედავ, უფალო, როგორ უსამართლოდ მექცევიან, განსაჯე ჩემი საქმე.
60
შენ ხედავ მთელ მათ შურისგებას, მათ ზრახვებს ჩემს მიმართ.
61
შენ გესმის, უფალო, როგორ მაგინებენ, რას განიზრახავენ ჩემს წინააღმდეგ,
62
რას ამბობენ ჩემს მომხდურთა ბაგენი, რა ხრიკებს აწყობენ ჩემს წინააღმდეგ დღენიადაგ.
63
შეხედე, სხედან თუ დგანან, მე დამცინიან თავიანთი სიმღერებით.
64
მიაგე მისაგებელი მათი, უფალო, მათი ხელმრუდობისთვის.
65
დაუბნელე მათ გული, შენი წყევლა იყოს მათზე.
66
დევნე ისინი რისხვით და გაანადგურე უფლის ცის ქვეშ.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5