bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Lamentations 4
Lamentations 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 5 →
1
როგორ მრუმე იქმნა ოქრო, ბაჯაღლომ დაკარგა ბზინვარება; წმიდა პატიოსანი ქვები ქუჩებში ყრია!
2
ფასშეუწონარ სიონის ძეთ, ხალას ოქროდ რომ ფასობდნენ, როგორ დაედოთ ახლა მეთუნის ნახელავი ქოთნის ფასი!
3
ტურებიც კი მკერდს უშვერენ თავის ლეკვებს და აჭმევენ ძუძუს! ჩემი ერის ასული კი გასასტიკდა, როგორც სირაქლემა უდაბნოში.
4
ძუძუს ბავშვის ენა წყურვილისაგან სასას აეკრა; პატარა ბავშვები პურს ითხოვენ და ლუკმას არავინ აწვდის.
5
ნუგბარით რომ ნებივრობდნენ, შიმშილით გული მისდით ქუჩებში; ძოწეულში ნაზარდნი ნეხვებში წვანან.
6
და განდიდდა ჩემი ერის ასულის ურჯულოება უმეტეს ცოდვათა სოდომისა, რომელიც ერთ წამში დაიქცა საუკუნო დაქცევით და ვერა ხელმა ვერ დაიხსნა.
7
სიონის მთავარნი თოვლზე სპეტაკნი იყვნენ, რძეზე თეთრნი, მათი სახე ბადახშზე მეტად ღაჟღაჟებდა, მათი აღნაგობა მსგავსი იყო საფირონისა.
8
ახლა კი მურზე შავია მათი სახე; წინ რომ შეგხვდნენ, ვერ იცნობ; ძვალ-ტყავად ქცეულან; ხესავით ჩამომხმარან.
9
მახვილით დახოცილნი უფრო ბედნიერნი იყვნენ, ვიდრე შიმშილით დახოცილები, რომლებიც ჩამოჭკნენ და გაწყდნენ მიწის ნაყოფის უქონლობით.
10
გულმოწყალე ქალები საკუთარი ხელით ხარშავდნენ თავიანთ შვილებს, საზრდოდ რომ ჰქონოდათ ჩემი ერის ასულის დაღუპვის ჟამს.
11
აღასრულა უფალმა თავისი გულისწყრომა, გადმოაფრქვია რისხვის ალი და ცეცხლი დაანთო სიონზე, რომელმაც შეჭამა მისი საძირკვლები.
12
არ სწამდათ ქვეყნის მეფეებს და ქვეყნიერების არც ერთ მცხოვრებს, რომ მტერი და მომხვდური შეაღწევდა იერუსალიმის კარიბჭეებში.
13
მაგრამ ეს მოხდა მის ცრუწინასწარმეტყველთა ცოდვების გამო, მის მღვდელთა ურჯულოების გამო, რომლებიც მის წიაღში მართალთა სისხლს ღვრიდნენ.
14
ისინი ბრმებივით ხეტიალობდნენ ქუჩებში, სისხლით ისე იბილწებოდნენ, რომ ვერ შეეხებოდი მათ სამოსელს.
15
მოგვშორდიო ბილწო! – უყვიროდნენ მათ. – მოგვშორდით, მოგვშორდით, არ შეგვეხოთო! ასე შორდებოდნენ და დაწანწალებდნენ ისინი, წარმართნი კი ამბობდნენ: დიდხანს ვეღარ იცხოვრებენო ჩვენთან.
16
თვით უფალმა გაფანტა ისინი და აღარ მოხედავს მათ მეტად. მღვდლებს პატივს არ სცემდნენ ისინი, მოხუცები არ ებრალებოდათ.
17
თვალები დაგვაწყდა შემწეობის ამაო მოლოდინში; ჩვენი სათვალთვალო გოდლიდან ველოდით ხალხს, რომელსაც ჩვენი შველა არ შეეძლო.
18
ისინი გვზვერავდნენ, რომ არ გაგვევლო ჩვენს ქუჩებში, მოახლოვდა ჩვენი ბოლო; აივსო ჩვენი დღეები; მოვიდა ჩვენი აღსასრული.
19
ცის ორბებზე სწრაფნი იყვნენ ჩვენი მდევარნი: მთებზე გვედევნებოდნენ, უდაბნოში გვისაფრდებოდნენ.
20
სუნთქვა ჩვენი სიცოცხლისა, უფლის ცხებული, მათ ორმოშია დაჭერილი, ის, ვისზეც ვამბობდით: მის ჩრდილში ვიცოცხლებთო ხალხთა შორის.
21
იმხიარულე და იხარე, ედომის ასულო, ყუცის ქვეყანაში მცხოვრებო! შენთანაც ჩამოივლის თასი – დათვრები და გაშიშვლდები.
22
დასრულდა შენი ურჯულოების სასჯელი, სიონის ასულო, უფალი აღარ გაგდევნის მეტად; შენს ურჯულოებას კი მოგკითხავს, ედომის ასულო, და გამოაჩენს შენს ცოდვებს.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5