bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Lamentations 5
Lamentations 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
1
გაიხსენე, უფალო, რა დაგვემართა ჩვენ, გადმოიხედე და იხილე როგორ გვათრევენ და გვაგინებენ.
2
ჩვენი სამკვიდრო უცხოებს დარჩათ, ჩვენი სახლები – გადამთიელებს.
3
დავობლდით, უმამოდ დავრჩით; ჩვენი დედები ქვრივებად სხედან.
4
ჩვენსავე წყალს ვერცხლის ფასადა ვსვამთ; ჩვენი ტყის შეშაც სასყიდელი გაგვიხდა.
5
ქედზე უღელდადგმულებს გვერეკებიან; ქანცი გაგვწყდა და შვება არსაიდანაა.
6
ეგვიპტისკენ ხელს ვიწვდით კავშირის შესაკვრელად; აშურისკენ – პურით გასაძღომად.
7
ჩვენმა მამებმა შესცოდეს, ისინი ახლა ცოცხლები აღარ არიან და ჩვენ უნდა ვზიდოთ მათი ცოდვის ტვირთი.
8
მონები გაგვიბატონდნენ და არავინ არის, რომ მათი ხელიდან დაგვიხსნას.
9
მახვილის საფრთხის ფასად ვშოულობთ პურს უდაბნოში.
10
თონესავით გვიხურს კანი შიმშილის ცხელებით.
11
გააუპატიურეს ჩვენი ქალები სიონში და ქალწულები – იუდეის ქალაქებში.
12
მთავრები ჩამოახრჩვეს და უხუცესებს პატივი აჰყარეს.
13
ჭაბუკებს დოლაბებს ატრიალებინებენ და ყმაწვილებს შეშის ზიდვით სულს ხდიან.
14
მოხუცები კარიბჭესთან აღარ სხედან და ჭაბუკებმა შეწყვიტეს სიმღერა.
15
შეწყდა მხიარულება ჩვენი გულისა, გლოვად იქცა ჩვენი ფერხულები.
16
გვირგვინები მოგვეხადა თავზე, ვაი ჩვენ, რომ შევცოდეთ!
17
ამიტომაც წუხს ჩვენი გული, ამიტომაც დაგვიბნელდა თვალები,
18
რომ აოხრდა სიონის მთა და მელები დაშლიგინებენ იქ.
19
შენ კი საუკუნოდ მყოფობ უფალო, შენი ტახტი – თაობიდან თაობამდე.
20
რატომ დაგვივიწყე სამუდამოდ, რატომ დაგვტოვე ასე დიდხანს?
21
მოგვაქციე, უფალო, შენსკენ და ჩვენც მოვბრუნდებით; განაახლე ჩვენი დღეები, როგორც უწინ იყო!
22
ნუთუ საბოლოოდ მოგვიძულე და მეტისმეტად მრისხანებ ჩვენზე?
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
All chapters:
1
2
3
4
5