bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Micah 1
Micah 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 2 →
1
უფლის სიტყვა, რომელიც იყო მორეშეთელი მიქას მიმართ იუდეის მეფეების: იოთამის, ახაზის და ხეზეკიას დროს, და რომელიც გამოეცხადა სამარიისა და იერუსალიმის გამო.
2
ისმინეთ, ყველა ხალხებო! გაიგონოს დედამიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან.
3
რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოდის და შედგება დედამიწის სიმაღლეებზე.
4
მთები იძვრიან მის ფერხთა ქვეშ და ღელენი დნებიან მის ქვეშ, როგორც ცვილი ცეცხლის წინაშე, როგორც ქარაფებიდან გადმოვარდნილი წყალი.
5
იაკობის უკეთურების გამოა ეს ყველაფერი და ისრაელის სახლის ცოდვის გამო. რა არის იაკობის უკეთურება? სამარია ხომ არა? რა არის იუდეის გორაკი? იერუსალიმი ხომ არა?
6
ველზე დაყრილ ნანგრევებად ვაქცევ სამარიას, ვაზის გასაშენებელ ადგილად; ველზე გადავყრი მის ქვებს და გამოვაჩენ მის საძირკველს.
7
ყველა მისი კერპი დაიმსხვრევა, ყოველი მისი სიძვით მოგებული ცეცხლში დაიწვება, და გავანადგურებ ყველა მის ქანდაკს, რადგან სიძვის გასამრჯელოთი აგროვებდა მათ, ამიტომაც სიძვის გასამრჯელოდ იქცევიან.
8
ამაზე ვიგლოვებ და ვიტირებ, ფეხშიშველი და დედიშობილა ვივლი; ტურასავით ვიკივლებ და სირაქლემასავით ვიკვნესებ.
9
რადგან უკურნებელია მისი ჭრილობები, რადგან მიადგა იუდეას; და ჩემი ერის კარიბჭეს – იერუსალიმსაც – უწია.
10
ნუ გამოაცხადებთ ამას გათში, მოთქმას ნუ გამართავთ! მიწა-მტვერში გაგორდით ბეთ-ლეყაფრაში.
11
ჩაიარე შენთვის შაფირელო, სამარცხვინო სიშიშვლეში! ვერ დააღწევს თავს ცაანანელი, ბეთ-ეცელში გლოვა არ დაგაყენებთ.
12
რადგან წუხს თავის დოვლათზე მაროთელი დიაცი, რადგან უბედურებამ ჩამოაღწია უფლისგან იერუსალიმის კარიბჭემდე.
13
შეაბი ეტლში ბედაურები, ლაქიშელო, შენ – სიონის ასულის ცოდვის დასაბამო, რადგან შენ გამოგაჩნდა ისრაელის უღმრთოებანი!
14
ამიტომ შენ გაუგზავნი განტევების საჩუქარს მორეშეთ-გათს. აქზიბის სახლები მაცდუნებლად ექცევიან ისრაელის მეფეებს.
15
ახალ პატრონს მოგაყენებ, მარეშელო დიაცო, ყადულამს მიაღწევს ისრაელის დიდება.
16
თმა გადაიკრიჭე, გადაიპარსე სანუკვარი შვილების გამო, სვავივით მოიტვლიპე, რადგან გადაასახლებენ მათ შენგან.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7