bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Micah 7
Micah 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
1
ვაგლახ, რომ ნარჩენი ხილის შემგროვებელსა და ყურძნის მომმცვრეველს დავემსგავსე! ერთი მტევანიც არ გადარჩენილა საჭმელად, აღარც საადრეო ლეღვი, რასაც ნატრობს ჩემი სული.
2
გადაშენდა ღვთისნიერი ქვეყანაზე და აღარავინ არის წრფელი კაცთა შორის; ყველა სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულა, ერთმანეთზე ნადირობენ ბადით;
3
გაწაფულია მათი ხელი ბოროტის ქმნაში; მთავარი და მსაჯული საჩუქრებს თხოულობენ, მოსამართლე ქრთამით ასამართლებს; დიდებული სიხარბეს იჩენს და სამართალს ამრუდებს;
4
უკეთესი მათ შორის ნარ-ეკალსა ჰგავს, წრფელი კი ძეძვზე უარესია. დადგება შენი მოთვალყურის დღე, შენი მონახულების დღე, მაშინ შეშფოთდებიან ისინი.
5
ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს, შენს მკლავზე მწოლისგან დაიცავი შენს ბაგეთა კარი!
6
რადგან შვილი არცხვენს მამას, ქალიშვილი თავის დედას ეურჩება, რძალი – თავის დედამთილს. კაცის მტრები არიან მისი შინაურები.
7
მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს. შემიწყნარებს ჩემი ღმერთი.
8
ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი!
9
დავითმენ უფლის რისხვას, (რადგან ცოდვილი ვარ მის წინაშე), ვიდრე ჩემს საქმეს არ განიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს. ნათელში გამიყვანს და მე ვიხილავ მის სიკეთეს.
10
დაინახავს ამას ჩემი მტერი და სირცხვილი შეიპყრობს, რომ მეუბნებოდა: სად არისო უფალი, შენი ღმერთი? მაშინ იხილავენ მას ჩემი თვალები, როცა ქუჩის ტალახივით სათელავი გახდება.
11
შენი კედლების აშენების დღე შენი საზღვრების გავრცელების დღე იქნება.
12
იმ დღეს შენამდეც მოვლენ აშურიდან და ეგვიპტის ქალაქებიდან; ეგვიპტიდან ევფრატამდე, ზღვიდან ზღვამდე და მთიდან მთამდე.
13
გაუდაბურდება ქვეყანა მის მკვიდრთა მიზეზით, მათ ნამოქმედართა ნაყოფების მიზეზით.
14
დამწყესე შენი კვერთხით შენი ერი, შენი სამკვიდროს ფარა, ტყეში მარტოდმარტო რომ ცხოვრობს, ქარმელს შორის! იბალახოს ბაშანში და გალაადში ძველებურად!
15
გაჩვენებ სასწაულებს, როგორც იმ დღეებში გაჩვენე, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოდიოდი.
16
დაინახავენ ხალხები და შერცხვებათ თავიანთი ძლიერებისა; ხელს პირზე მიიდებენ და სასმენელნი დაუყრუვდებათ;
17
მტვერს დაუწყებენ ლოკვას გველივით, ქვეწარმავალივით; აკანკალდებიან თავიანთ ციხე-კოშკებში; შიშის ზარი ექნებათ უფლის, ჩვენი ღვთისა, და შენიც შეეშინდებათ.
18
რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია.
19
კვლავ შეგვიბრალებს ჩვენ; დათრგუნავს ჩვენს უკეთურებებს. ზღვის უფსკრულებში მოისვრის ყოველ მათ ცოდვას.
20
დაუდასტურებ იაკობს გამტანობას და აბრაამს – სიყვარულს, რომელიც ჩვენს მამებს შეჰფიცე ძველთაგანვე.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
All chapters:
1
2
3
4
5
6
7