bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Micah 2
Micah 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 3 →
1
ვაი მათ, ვინც უკანონობას განიზრახავენ სარეცელზე მწოლნი, და რა ინათებს – განთიადზე – ისრულებენ მას, რადგან ძალა აქვთ ხელში!
2
ხოდაბუნებს მოისურვებენ და სტაცებენ, სახლები მოუნდებათ და ართმევენ; ავიწროებენ ყოველ სახლს, ყოველ სამკვიდროს.
3
ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ბოროტს განვიზრახავ ამ მოდგმაზე, რომლის უღლისგანაც ქედს ვერ აიშვებთ და გამართულად ვერ ივლით, რადგან ავი დროება იქნება.
4
იმ დღეს შეთხზავენ თქვენზე იგავს, გაიმართება გლოვა და ითქმება: გაძარცულნი ვართ! ჩემი ხალხის წილი სხვამ მიიკუთვნა! როგორღა დამიბრუნდება! უცხოთესლთ დაუნაწილდა ჩვენი მინდვრები.
5
ამიტომ არ გეყოლება უფლის კრებულში წილისყრით მიწის გამზომელი.
6
ნუ ქადაგებთ, მოქადაგენო! არ უქადაგოთ მათ, ვინც ვერ გაექცევა სირცხვილს.
7
ნათქვამია, იაკობის სახლო: განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმეები? განა კეთილი არ მოაქვს ჩემს სიტყვებს მათთვის, ვინც წრფელად იქცევა?
8
ხალხი, რომელიც უწინ მე მეკუთვნოდა, მტრად მექცა, და თქვენ ხდით ტანისამოსს ბრძოლიდან დაბრუნებულთ, მშვიდად მომავალთ.
9
ჩემი ერის ქალებს მათი სანუკვარი სახლებიდან ერეკებით. მათ ბავშვებს სამუდამოდ ართმევთ ჩემს დიდებას.
10
ადექით და წადით, არ არის აქ განსასვენებელი ადგილი. უწმიდურების გამო გაიტანჯება და მწარე იქნება სატანჯველი.
11
ოჰ, ერთი მოიტყუებოდეს ქარისა და სიცრუის მადევარი კაცი: „მე გიქადაგებთ ღვინოზე და თაფლუჭზე!“ სწორედ ის იქნებოდა ამ ხალხის შესაფერისი ქადაგი.
12
მთლიანად შეგკრებ შენ, იაკობ, და თავს მოვუყრი ისრაელის ნატამალს; ერთად შევყრი, როგორც ცხვარს ბოსორში, როგორც ფარას ფარეხში; ახმაურდებიან ისინი კაცთა სიმრავლით.
13
მათ წინ აივლის კედლის მნგრეველი, გაანგრევენ და გაივლიან კარიბჭეში, და უკანვე გამოვლენ. ჩაივლის მათ წინ მათი მეფე და უფალი – მათ სათავეში.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7