bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Micah 4
Micah 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 5 →
1
უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთათა თავში დამყარდება უფლის სახლის მთა, ბორცვებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები.
2
მოვლენ უამრავი ხალხები და იტყვიან: წამო, ავიდეთ უფლის მთაზე და იაკობის ღვთის ტაძარში, რომ გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებითო. რადგან სიონიდან გამოდის რჯული და იერუსალიმიდან – უფლის სიტყვა.
3
განიკითხავს ის სამართალს უამრავ ხალხებს შორის და მსჯავრს დასდებს ძლიერ ხალხებს შორეთამდე. თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბებს – ნამგლებად. ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან.
4
ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი, რადგან ცაბაოთ უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას.
5
რაკი ყოველი ხალხი თავისი ღმერთის სახელით დადის, ჩვენც ვივლით უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით საუკუნოდ.
6
იმ დღეს, – ამბობს უფალი, – შევკრებ ხეიბართ და თავს მოვუყრი განდევნილთ, და მათ, რომელთაც მე დავატეხე უბედურება.
7
ნატამალად დავტოვებ ხეიბართ და ძლიერ ხალხად გავხდი მოკვეთილებს. უფალი იქნება მათი მეფე სიონის მთაზე უკუნისამდე.
8
შენ კი, ფარეხის გოდოლო, გორაკო სიონის ასულისა! შენამდე მოვა, დაგიბრუნდება წინანდელი ხელმწიფება, მეუფება დაუბრუნდება იერუსალიმის ასულს.
9
ახლა რად გაჰყვირი ასე ხმამაღლა? განა მეფე არა გყავს შენ? იქნებ დაგეღუპა მრჩეველი, რომ კრუნჩხვები დაგმართნია მშობიარესავით?
10
იტანჯე და იკვნესე, სიონის ასულო, მშობიარესავით, რადგან ახლა გახვალ ქალაქიდან და ველზე იცხოვრებ. ბაბილონამდე ივლი და იქ გადარჩები, იქ გამოგისყიდის უფალი, მტრების ხელიდან გამოგიხსნის.
11
ახლა კი უამრავი ხალხი გყავს შემოსეული და ამბობენ: წაიბილწოსო და ჭვრეტდესო სიონს ჩვენი თვალი.
12
მათ არ უწყიან უფლის ზრახვანი და ვერ ხვდებიან მის განაჩენს, რომ ძნებივით დაახვავა ისინი კალოზე.
13
მიდექი და ლეწე, სიონის ასულო, რადგან რკინის რქებს დაგადგამ და ბრინჯაოს ჩლიქებს გაგიკეთებ, რომ გააცამტვერო უამრავი ხალხები და შესწირო უფალს მათი მონახვეჭი და მათი დოვლათი – მთელი ქვეყნიერების უფალს.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7