bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Micah 5
Micah 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 6 →
1
ახლა კი დაირაზმე, რაზმეულთა ასულო; ალყა შემოგვარტყეს, კვერთხს შემოჰკრავენ სახეში ისრაელის მსაჯულს.
2
შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა მე ის, ვინც იხელმწიფებს ისრაელში, და დასაწყისიდან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.
3
ამიტომ მიუშვეს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, რომელმაც უნდა შობოს. დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელის ძეებთან.
4
დადგება და დამწყემსავს უფლის ძალით, უფლის, თავისი ღმერთის, სახელის სიდიადით, და მობრუნდებიან, რადგან ამიერიდან იდიდებს ის ქვეყნის კიდემდე.
5
და ის იქნება, მშვიდობას რომ მოიტანს. როცა აშური მოვა ჩვენს ქვეყანაში, და როცა ფეხს დაადგამს ჩვენს დარბაზებში; მაშინ აღვძრავ მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსს და რვა ცხებულს.
6
დამწყემსავენ აშურის ქვეყანას მახვილით და ნიმროდის ქვეყანას მის კართან, და იხსნის აშურისაგან, როცა ის მოვა ჩვენს ქვეყანაში და, როცა ჩვენს საზღვრებში შემოდგამს ფეხს.
7
და იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის, როგორც უფლის ცვარი, როგორც შხაპუნა წვიმა ბალახზე. აღარ ექნება კაცის იმედი, და აღარ დაენდობა ადამიანებს.
8
და იქნება იაკობის ნატამალი ხალხებში, უამრავ ერებს შორის, როგორც ლომი ტყის ნადირთა შორის, ლომის ბოკვერივით ცხვრის ფარაში – თუ ჩაიარა, თელავს და გლეჯს და არავინაა მხსნელი.
9
აღიმართება შენი ხელი შენს მტრებზე და წარიხოცება ყველა შენი მოწინააღმდეგე.
10
მაშინ იქნება, – ამბობს უფალი, – რომ გაგიწყვეტ ცხენებს ქვეყანაში და ეტლებს გაგინადგურებ.
11
გავანადგურებ ქალაქებს შენს ქვეყანაში და დავაქცევ ყველა შენს ციხესიმაგრეს.
12
ხელიდან გამოგგლეჯ ჯადოქრებს და აღარ გეყოლება მჩხიბავები.
13
შეგიმუსრავ კერპებს და სათაყვანო სვეტებს, და აღარ დაუწყებ თაყვანისცემას შენსავე ნახელავს.
14
ამოვძირკვავ შენს აშერებს შენი გარემოდან, და დავაქცევ შენს ქალაქებს.
15
რისხვითა და გულისწყრომით მოვახდენ შურისგებას ხალხებზე, რომელთაც არ ინდომეს მოსმენა.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7