bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Leviticus 16
Leviticus 16
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 17 →
1
და ელაპარაკა უფალი მოსეს აარონის ორი ძის სიკვდილის შემდეგ, როცა მიეახლნენ უფალს და დაიხოცნენ.
2
და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს, შენს ძმას, ნუ შევა ყოველჟამს წმიდაში ფარდის მიღმა თავსარქველის წინ, რომელიც კიდობანზეა, რათა არ მოკვდეს, რადგან გამოვჩნდები თავსარქველზე ღრუბელში.
3
„ამით შევა აარონი წმიდაში: ნორჩი მოზვრით ცოდვის მსხვერპლად და სრულადდასაწველი ვერძით.
4
წმიდა სელის კვართი შეიმოსოს და სელის ქვედა სამოსი იყოს მის სხეულზე, და სარტყელი სელისა შეირტყას, და თავსაბურავი სელისა დაიხუროს, რადგან ეს წმიდა შესამოსელია; და განიბანოს მან თავისი სხეული წყლით და მაშინ შეიმოსოს ისინი.
5
და ისრაელის ძეთა თემისგან აიყვანოს ორი ვაცი ცოდვის მსხვერპლად და ერთი ვერძი სრულადდასაწველად.
6
„და შესწიროს აარონმა მოზვერი თავისი ცოდვის მსხვერპლად, და ქმნას შენდობა თავის თავზე და თავის სახლზე.
7
და აიყვანოს ორი ვაცი და დააყენოს ისინი უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან.
8
და ყაროს აარონმა ორივე ვაცზე წილი: ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი განტევებისათვის.
9
და შესწირავს აარონი ვაცს, რომელსაც ხვდა წილი უფლისათვის, და შესწიროს იგი ცოდვის მსხვერპლად.
10
და ვაცი, რომელსაც ხვდა წილი განტევებისა, დააყენოს ცოცხლად უფლის წინაშე, რომ შეუნდოს და გაუშვას განსატევებლად უდაბნოში.
11
„და შესწიროს აარონმა მოზვერი თავისი ცოდვის მსხვერპლად, და ქმნას შენდობა თავის თავზე და თავის სახლზე, და დაკლას თავისი მოზვერი თავისი ცოდვის მსხვერპლად.
12
და აიღოს ნაკვერცხლებით სავსე საცეცხლური სამსხვერპლოდან, რომელიც უფლის წინაშეა, და სავსე პეშვი წმიდა კეთილსურნელოვანი საკმეველი და შეიტანოს ფარდის მიღმა;
13
და დადოს საკმეველი ცეცხლზე უფლის წინაშე და დაფაროს საკმევლის ღრუბელმა თავსარქველი, რომელიც მოწმობაზეა, რათა არ მოკვდეს.
14
და აიღოს მოზვრის სისხლი და მოასხუროს თითით თავსარქველის ზედაპირს აღმოსავლეთიდან, და თავსარქველის წინ მოასხუროს სისხლი შვიდგზის თითით.
15
„და დაკლას ვაცი ცოდვის მსხვერპლისა, რომელიც ხალხისთვისაა, და შეიტანოს მისი სისხლი ფარდის მიღმა, და გააკეთოს მისი სისხლით იგივე, რაც გააკეთა მოზვრის სისხლით, და მოასხუროს იმ თავსარქველზე და თავსარქველის წინ.
16
ქმნას შენდობა წმიდაზე ისრაელის ძეთა უწმიდურებათა და მათ დანაშაულთაგან, ყოველი მათი ცოდვისაგან, ასევე მოიქცეს საკრებულო კარვისათვის, რომელიც მდებარეობს მათთან, მათ უწმიდურებათა შორის.
17
არც ერთი ადამიანი არ იყოს საკრებულო კარავში, როცა ის შედის შენდობისთვის წმიდაში, მის გამოსვლამდე. და შეუნდობს თავის თავს და თავის სახლს, და ისრაელის მთელ კრებულს.
18
„და გავა სამსხვერპლოსაკენ, რომელიც უფლის წინაშეა, და შეუნდობს მას. და აიღებს მოზვრისა და ვაცის სისხლს და სცხებს სამსხვერპლოს რქებს ირგვლივ.
19
და მოასხურებს მას სისხლს თავისი თითით შვიდგზის და გაასუფთავებს და განწმედს მას ისრაელის ძეთა უწმიდურებისგან.
20
„და როცა დაასრულებს წმიდის, საკრებულო კარვისა და სამსხვერპლოს შენდობას, მაშინ მიიყვანს იგი ცოცხალ ვაცს.
21
და დაადებს აარონი თავის ორივე ხელს ცოცხალ ვაცს თავზე, და აღიარებს მასზე ისრაელიანთა ყოველ უკანონობას და მათ ყოველ დანაშაულს და მათ ყოველ ცოდვას, და დადებს მათ ცოცხალი ვაცის თავზე, და წარგზავნის საგანგებო კაცით უდაბნოში.
22
როცა წაიღებს ვაცი თავისი თავით უდაბურ ქვეყანაში ყველა მათ ცოდვას. და გაუშვებს ვაცს უდაბნოში,
23
„შევა აარონი საკრებულო კარავში, და გაიხდის სელის შესამოსელს, რომელიც შეიმოსა წმიდაში თავისი შესვლისას, და დატოვებს მას იქ.
24
და განიბანს სხეულს წყლით წმიდა ადგილზე, და შეიმოსავს თავის შესამოსელს, და გამოვა და შესწირავს სრულადდასაწველს თავისთვის და სრულადდასაწველს ხალხისთვის, და შეუნდობს თავის თავს და ხალხს.
25
და ცოდვის შესაწირავის ქონს იგი დააკმევს სამსხვერპლოზე.
26
„ვაცის განსატევებლად გამშვები გაირეცხავს შესამოსელს და განიბანს სხეულს წყლით და შემდეგ შევა ბანაკში.
27
მოზვერი და ვაცი ცოდვის მსხვერპლისა, რომელთა სისხლი შეტანილ იქნა წმიდაში შესანდობად, გაიტანონ ბანაკის გარეთ, და დაწვან მათი ტყავი და მათი ხორცი და მათი სკორე ცეცხლზე.
28
და მათმა დამწველმა უნდა გაირეცხოს შესამოსელი და განიბანოს სხეული წყლით და შემდეგ შევიდეს ბანაკში.
29
იყოს ეს თქვენთვის საუკუნო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს, დაიმდაბლეთ მარხვით სულნი თქვენნი და არავითარი საქმე არ გააკეთოთ, არც მკვიდრმა და არც თქვენს შორის მცხოვრებმა ხიზანმა.
30
რადგან ამ დღეს შეგინდობთ მღვდელი, რათა შეგინდოთ ყოველი თქვენი ცოდვა უფლის წინაშე შესანდობად.
31
ეს შაბათი დასვენებისაა თქვენთვის, დაიმდაბლეთ მარხვით სულნი თქვენნი. ეს საუკუნო წესია.
32
და შეუნდობს მღვდელი, რომელსაც სცხებენ და რომელსაც ხელს აუვსებენ, რომ შეასრულოს მღვდლობა თავისი მამის მაგიერ. და შეიმოსავს იგი სელის შესამოსელს, წმიდა შესამოსელს,
33
და შეუნდობს წმიდა საკურთხეველს და საკრებულო კარავს, და შეუნდობს სამსხვერპლოსაც, და შეუნდობს მღვდლებს და საზოგადოების მთელ ხალხს.
34
„იყოს ეს თქვენთვის საუკუნო წესად ისრაელის ძეთა ყველა ცოდვის შესანდობად წელიწადში ერთხელ.“ და გააკეთა ისე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27