bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Leviticus 24
Leviticus 24
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 25 →
1
და უთხრა უფალმა მოსეს:
2
„უბრძანე ისრაელის ძეთ და მოგართვან შენ სუფთა ზეთი, გამოწურული, ლამპრის ასანთებად, მუდმივად, რომ ენთოს.
3
აარონმა დადგას იგი მოწმობის ფარდის გარეთ საკრებულო კარავში უფლის წინაშე, საღამოდან დილამდის, მუდმივად; ეს საუკუნო წესია თქვენს თაობებში.
4
წმიდა სასანთლეზე განალაგოს მან კანდელები უფლის წინაშე მუდმივად.
5
„აიღე წმიდა პურის ფქვილი და გამოაცხვე მისგან თორმეტი კვერი. ეფის ორი მეათედი იყოს ერთი კვერი.
6
და დააწყვე ისინი უფლის წინაშე ორ წყებად, ექვს-ექვსი თითო წყებაში, სუფთა მაგიდაზე.
7
და დადე თითოეულ წყებაში სუფთა გუნდრუკი. და იქნება პურთან მოსახსენებლად, საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის.
8
ყოველ შაბათ დღეს განალაგონ ის უფლის წინაშე მუდმივად, ისრაელის ძეთაგან საუკუნო აღთქმად.
9
და ეს იყოს აარონისა და მის ძეთათათვის, და მათ უნდა ჭამონ ის წმიდა ადგილზე, რადგან ეს წმიდათა წმიდაა მისთვის უფლის საცეცხლო მსხვერპლთაგან. საუკუნო წესია.“
10
გამოვიდა ძე ისრაელიანი ქალისა, და იყო იგი ძე ეგვიპტელი კაცისა, ისრაელის ძეთა შორის, და წაეჩხუბა ბანაკში ისრაელიანი ქალის ძე ისრაელიან კაცს.
11
და დაწყევლა ისრაელიანი ქალის ძემ უფლის სახელი და მიიყვანეს იგი მოსესთან.
12
და ჩასვეს ის საპყრობილეში, რომ განეკითხათ იგი უფლის ბრძანებისამებრ.
13
და უთხრა უფალმა მოსეს:
14
„გაიყვანე დამაწყევარი ბანაკს გარეთ, და ყველამ, ვინც კი ისმინა, დაადოს თავისი ხელი მას თავზე, და ჩაქოლოს იგი მთელმა თემმა.
15
ისრაელის ძეთ უთხარი ასე: ‘ყოველი, რომელიც დაწყევლის თავის ღმერთს, იტვირთებს თავის ცოდვას.
16
და ვინც დაგმობს უფლის სახელს, სიკვდილით მოკვდეს. ქვის ჩაქოლვით ჩაქოლოს ის მთელმა თემმა. როგორც ხიზანი, ასევე მკვიდრი, უფლის სახელის გმობისათვის მოკვდეს!
17
„‘თუ ვინმე სცემს კაცს სასიკვდილოდ, სიკვდილით მოკვდეს იგი.
18
სასიკვდილოდ მცემელმა პირუტყვისა, უნდა ზღოს იგი: პირუტყვი პირუტყვის წილ.
19
ვინმე თუ დაასახიჩრებს თავის მოყვასს, როგორც მან გააკეთა, ეგრევე გაუკეთონ მას.
20
მოტეხილობა მოტეხილობის წილ, კბილი კბილის წილ. როგორც დაასახიჩრებს იგი ადამიანს, ეგრევე გაუკეთეთ მას.
21
პირუტყვის მკვლელმა უნდა ზღოს იგი, ხოლო ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს.
22
ერთი სამართალი გქონდეთ თქვენ, როგორც ხიზნისთვის, ასევე მკვიდრისათვის, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.’“
23
ეს უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ. და გაიყვანეს დამაწყევარი, ბანაკის გარეთ და ჩაქოლეს ქვით. და გააკეთეს ისრაელის ძეთ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 25 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27