bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Leviticus 5
Leviticus 5
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 6 →
1
„‘ვინმემ რომ შესცოდოს – ისმინოს ხმა ფიცისა და იყოს მოწმე, ან იხილოს, ან იცოდეს და არ განაცხადოს, იგი იტვირთავს ცოდვას.
2
„‘ან ვინმე, რომ შეეხოს რაიმე უწმიდურ საგანს, ან უწმიდური ცხოველის მძორს, უწმიდური საქონლის მძორს, ან უწმიდური ქვეწარმავლის მძორს, რომც არ იცოდეს ეს, იგი მაინც უწმიდური და დამნაშავეა.
3
„‘ან რომ შეეხოს ადამიანის უსუფთაობას, რა უსუფთაობაც არ უნდა იყოს, რითაც იბილწებიან, და ეს დაფარული იყოს მისთვის და შემდეგ გაიგებს ამას, დამნაშავეა იგი.
4
„‘ან ვინმემ რომ მოუფიქრებლად დაიფიცოს ბაგეებით საბოროტოდ ან სასიკეთოდ, ყველაფერს, რასაც მოუფიქრებლად გამოთქვამს ადამიანი ფიცით, და ეს დაფარული იქნება მისგან და მერე გაიგებს, იგი დამნაშავეა მასში.
5
„‘და თუ დადანაშაულდება ერთ-ერთ მათგანში, და აღიარებს, რაშიც შესცოდა,
6
შესწიროს თავისი დანაშაულის მსხვერპლი უფალს თავისი ცოდვის გამო, რითაც შესცოდა, წვრილფეხა საქონლიდან კრავი ან თიკანი ცოდვისათვის, და შეუნდობს მას მღვდელი მის ცოდვას.
7
„‘და თუ ხელი არ მიუწვდება ცხვარზე, მიიტანოს მსხვერპლად თავისი ცოდვისათვის, რითაც შესცოდა, ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა უფლისათვის. ერთი ცოდვის მსხვერპლად, მეორე სრულადდასაწველად.
8
და მიიტანოს ისინი მღვდელთან და [მღვდელმა] შესწიროს პირველად ცოდვის მსხვერპლი, და გადაუჭრას ყელი კეფასთან, და ნუ მოაცილებს.
9
და მოასხუროს ამ ცოდვის მსხვერპლის სისხლი სამსხვერპლოს კედელს, და დანარჩენი სისხლი დაწრიტოს სამსხვერპლოს საძირკველთან. ეს ცოდვის მსხვერპლია.
10
და მეორეს შესწირავს სრულადდასაწველად, რჯულისამებრ, და შეუნდობს მას მღვდელი მის ცოდვას, რითაც შესცოდა, და მიეტევება მას.
11
„‘და თუ ხელი არ მიუწვდება ორ გვრიტზე ან მტრედის ორ მართვეზე, მიიტანოს თავის მსხვერპლად, იმისათვის, რომ შესცოდა, წმიდა პურის ფქვილის ეფის მეათედი ნაწილი ცოდვისათვის, არ დაასხას მასზე ზეთი და ნუ დადებს მასზე გუნდრუკს, რადგან იგი ცოდვის განმწმედელი მსხვერპლია.
12
და მიიტანოს იგი მღვდელთან, და აიღოს მისგან მღვდელმა სავსე პეშვით მისი მოსაგონარი ნაწილი, და დააკმიოს სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო შესაწირავად. ეს ცოდვის განმწმედი მსხვერპლია.
13
და შეუნდობს მას მღვდელი მის ცოდვას, რითაც შესცოდა ამათგან, და შეენდობა მას, და ის იქნება მღვდლისთვის, როგორც ძღვენი’“.
14
და უთხრა უფალმა მოსეს:
15
„თუ ვინმე იმუხთლებს და შესცოდავს უნებლიეთ უფლის სიწმიდეთა წინააღმდეგ, მიუტანოს თავისი დანაშაულის მსხვერპლად უფალს ვერძი უმანკო წვრილფეხა საქონლიდან, შენი შეფასებით ვერცხლის შეკელებით, საწმიდრის შეკელით, დანაშაულისთვის.
16
და რაც შესცოდა ამ სიწმიდეს, გადაიხადოს, და მეხუთედიც დაუმატოს და მისცეს იგი მღვდელს და მღვდელი შეუნდობს მის დანაშაულს ვერძით, და მიეტევება მას.
17
„და თუ ვინმე შესცოდავს და ჩაიდენსს რამეს უფლის რომელიმე მცნების წინააღმდეგ, რაც არ უნდა ჩადენილიყო, და არ იცოდა, იგი დამნაშავეა და თავის ცოდვას ატარებს.
18
მიიტანოს მღვდელთან ვერძი უმანკო წვრილფეხა საქონლიდან, შენი შეფასებით, დანაშაულისთვის; და შეუნდობს მას მღვდელი მის შეცდომას, რითაც შეცდა და არ იცოდა, და ეპატიება მას.
19
ეს შესაწირავია დანაშაულისა, რითაც იგი დადანაშაულდა უფალთან“.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27