bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Leviticus 17
Leviticus 17
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 18 →
1
და უთხრა უფალმა მოსეს:
2
„ელაპარაკე აარონს და მის ძეთ, და ყველა ისრაელის ძეს და უთხარი მათ: ‘ეს არის სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა:
3
თუ ვინმე ისრაელის სახლიდან დაკლავს ხბოს, ან კრავს, ან თხას ბანაკში, ან თუ ვინმე დაკლავს ბანაკის გარეთ,
4
და საკრებულო კარვის შესასვლელთან არ მიიყვანს უფლისათვის შესაწირავად უფლის სავანის წინ, მაშინ სისხლისღვრად შეერაცხოს ეს იმ ადამიანს: სისხლი დაღვარა მან. და მოისპობა ის ადამიანი თავისი ხალხის გარემოდან,
5
რათა მიიტანონ ისრაელის ძეთ თავიანთი შესაწირავნი, რომელთაც ისინი კლავენ, და მიართვან ისინი უფალს საკრებულო კარვის შესასვლელთან მღვდელს, და დაკლან სამშვიდობო მსხვერპლად უფლისათვის.
6
და მოაპკურებს მღვდელი სისხლს უფლის სამსხვერპლოზე საკრებულო კარვის შესასვლელთან, და დააკმევს ქონს კეთილსურნელებად უფლისათვის,
7
რათა არ შესწირონ კვლავ თავიანთ შესაწირავთაგან კერპებს, რომელთა კვალზეც ისინი მრუშობენ. საუკუნო წესად იყოს ეს მათთვის მათ თაობებში.’
8
„და მათ უთხარი: ‘თუ ვინმე ისრაელის სახლიდან და ხიზანთაგან, რომელნიც ხიზნობენ მათ შორის, აღავლენს სრულადდასაწველს ან მსხვერპლს,
9
და საკრებულო კარვის შესასვლელთან არ მიიტანს მას, რათა შესწიროს იგი უფალს, მაშინ მოისპობა ის კაცი თავისი ხალხიდან.
10
„‘და თუ ვინმემ ისრაელის სახლიდან და ხიზანთაგან, რომელნიც ხიზნობენ მათ შორის, ჭამოს რაიმე სისხლი, მაშინ მივაქცევ ჩემს სახეს იმ სულზე, რომელიც ჭამს სისხლს, და მოვსპობ მას თავისი ხალხის გარემოდან.
11
რადგან ხორციელის სიცოცხლე სისხლშია და მე სამსხვერპლოსათვის მოგეცით, თქვენი სიცოცხლის შენდობისათვის, რადგან სისხლია, სულს რომ განწმედს.
12
ამიტომ ვუთხარი მე ისრაელის ძეთ: „არც ერთი თქვენთაგანი არ უნდა ჭამდეს სისხლს. და ასევე ხიზანიც, რომელიც ხიზნობს თქვენს შორის, არ უნდა ჭამდეს სისხლს.“
13
„‘და თუ ვინმემ ისრაელის ძეთაგან და ხიზანთაგან, რომელიც ხიზნობს თქვენს შორის, მოინადიროს ცხოველი ან ფრინველი, რომელიც იჭმევა, უნდა დასთხიოს სისხლი და დაფაროს იგი მტვრით.
14
რადგან სიცოცხლე ყოველი ხორციელისა მისი სისხლია, მის სულშია იგი. ვუთხარი ისრაელიანებს: „არა ხორციელის სისხლი არ ჭამოთ, რადგან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია; ყოველი მისი მჭამელი მოისპობა.“
15
„‘და ყოველმა, რომელიც შეჭამს მძორსა და ნამხეცავს, მკვიდრმა ან ხიზანმა, უნდა გაირეცხოს სამოსელი და განიბანოს წყლით. და საღამომდე უწმიდური იქნება და მერე განიწმიდება.
16
და თუ არ გაირეცხავს და არ დაიბანს სხეულს, მაშინ ატარებს თავის ცოდვას.’“
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27