bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Leviticus 20
Leviticus 20
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 21 →
1
და ელაპარაკა უფალი მოსეს:
2
„უთხარი ისრაელის ძეთ: ‘ყოველი კაცი ისრაელის ძეთაგან და ისრაელში შეხიზნულ ხიზანთაგან, რომელიც მისცემს თავის შვილებს მოლეხს, სიკვდილით მოკვდება. ქვეყნის ხალხმა ქვით ჩაქოლოს იგი.
3
და მე მივაპყრობ ჩემს სახეს იმ კაცს და მოვსპობ მას მისი ხალხის გარემოდან, რადგან მან მისცა თავისი თესლიდან მოლეხს, რათა გაეუწმიდურებინა ჩემი საწმიდარი და წაებილწა ჩემი წმიდა სახელი.
4
და თუ ხალხი ქვეყნისა აარიდებს თვალს იმ კაცს, როცა იგი აძლევს თავისი თესლიდან მოლეხს, და არ მოკლავენ მას,
5
მე მივაპყრობ ჩემს სახეს იმ კაცს და მის მოდგმას, და მოვსპობ მას და ყველას, ვინც მრუშობს მის კვალდაკვალ, სამრუშოდ რომ დადიან მოლეხის კვალდაკვალ, მათი ხალხის გარემოდან.
6
„‘და მას, რომელიც მიმართავს მესულთანეებს და ჯადოსნებს მათ კვალდაკვალ სამრუშოდ, მე მივაპყრობ ჩემს სახეს და მოვსპობ მისი ხალხის გარემოდან.
7
„‘განიწმიდენით და იყავით წმიდა, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.
8
და დაიცავით ჩემი წესები და აღასრულეთ ისინი, რამეთუ მე ვარ უფალი, განმწმედელი თქვენი.
9
„‘თუ ვინმემ დასწყევლოს თავისი მამა და თავისი დედა, სიკვდილით მოკვდეს. მამამისი და დედამისი დაწყევლა მან – მასზეა მისი სისხლი.
10
„‘ვინც იმრუშებს ქმრიან ქალთან, ვინც იმრუშებს თავისი მოყვასის ცოლთან, სიკვდილით უნდა მოკვდნენ მრუში მამაკაციც და მრუში დედაკაციც.
11
„‘ვინც დაწვება თავისი მამის ცოლთან, თავისი მამის სიშიშვლე ახადა მან. სიკვდილით უნდა მოკვდნენ ორივენი. მათი სისხლი მათზეა.
12
„‘ვინც დაწვება თავის რძალთან, სიკვდილით უნდა მოკვდნენ ორივენი. რაც მათ ქნეს, სისაძაგლეა. მათზეა მათი სისხლი.
13
„‘ვინც დაწვება მამაკაცთან, როგორც წვებიან ქალთან, სისაძაგლე ქნეს ორთავემ. სიკვდილით უნდა მოკვდნენ ისინი – მათი სისხლი მათზეა.
14
„‘თუ ვინმემ შეირთოს ცოლად დედა-შვილი, ეს ურჯულოებაა. ცეცხლში დაწვით იგი მათთან ერთად, რათა არ იყოს ურჯულოება თქვენს შორის.
15
„‘ვინც დაეცემა პირუტყვთან, სიკვდილით მოკვდეს და ის პირუტყვიც მოჰკალით.
16
„‘ქალი რომ მივიდეს რომელიმე პირუტყვთან, რათა დაეცეს მასთან, მოკალით ქალიც და პირუტყვიც, სიკვდილით მოკვდნენ ისინი – მათზეა მათი სისხლი.
17
„‘ვინმემ რომ შეირთოს თავისი და – ასული თავისი მამისა, ან ასული თავისი დედისა – და დაინახოს მისი სიშიშვლე და ქალმაც ნახოს მისი სიშიშვლე, სიბილწეა ეს. და მოისპონ ისინი თავიანთი ხალხის ძეთა თვალწინ. სიშიშვლე თავისი დისა ახადა მან. თავის ცოდვას იტვირთავს იგი.
18
„‘ვინც დაწვება ცოლთან მისი თვიურის დროს და ახდის მის სიშიშვლეს, რაკი მან გააშიშვლა მისი წყარო, ხოლო ქალმა გამოაჩინა თავისი სისხლის წყარო, მოისპონ ორივე თავიანთი ხალხის გარემოდან.
19
„‘სიშიშვლე დედის ან მამის დისა არავინ ახადოს, რადგან თავის ხორცს აშიშვლებს, თავიანთ ცოდვას იტვირთავენ ისინი.
20
„‘ვინც დაწვება თავისი ბიძის ცოლთან, მან თავისი ბიძის სიშიშვლე ახადა. თავიანთ ცოდვას იტვირთავენ, უშვილონი დაიხოცებიან.
21
„‘ვინმემ რომ შეირთოს თავისი ძმის ცოლი, ეს შებილწვაა, სიშიშვლე თავისი ძმისა ახადა მან – უშვილონი იქნებიან.
22
„‘დაიცავით ყოველი ჩემი წესი და ყოველი ჩემი სამართალი, და აღასრულეთ ისინი, და არ ამოგანთხევთ თქვენ ქვეყანა, სადაც მე მიგიყვანთ საცხოვრებლად.
23
არ მოიქცეთ იმ ხალხის წესებისამებრ, რომელსაც მე ვდევნი თქვენგან, რადგან ყოველივე ეს გააკეთეს მათ და მძაგს ისინი.
24
გითხარით: „თქვენ დაიმკვიდრებთ მათ მიწას და მე მოგცემთ მას თქვენ სამკვიდროდ, ქვეყანას სადაც მოედინება რძე და თაფლი.“ მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგარჩიე თქვენ ხალხთაგან.
25
„‘განასხვავეთ წმიდა და უწმიდური პირუტყვი და უწმიდური და წმიდა ფრინველი და არ შებილწოთ თქვენი სულები პირუტყვით და ფრინველით, და იმით, რაც ქვემძრომობს დედამიწაზე, რომელიც მე გამოვაცალკევე, როგორც უწმიდური.
26
იყავით ჩემთვის წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, და მე გამოგაცალკევეთ ხალხთაგან, რათა ჩემი იყოთ.
27
„‘მამაკაცი ან დედაკაცი, თუ აღმოჩნდეს მესულთანე ან ჯადოქარი, სიკვდილით მოკვდეს: ქვებით ჩაიქოლონ ისინი და მათზე იქნება მათი სისხლი.’“
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27