bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Leviticus 2
Leviticus 2
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 3 →
1
„‘და თუ ვინმე პურეულ მსხვერპლს შესწირავს ძღვნად უფალს, მისი მსხვერპლი წმიდა პურის ფქვილისა იყოს, და დაასხას მასზე ზეთი და დადოს მასზე გუნდრუკი.
2
და მიუტანოს იგი აარონის ძეთ – მღვდლებს, და აიღოს იქიდან სავსე პეშვი წმინდა ფქვილისგან ზეთითურთ მთელი მისი გუნდრუკით, და დააკმიოს მღვდელმა მისი მოსაგონარი სამსხვერპლოზე საცეცხლოდ, კეთილსურნელებად უფლისათვის.
3
ხოლო ნარჩენი პურეული ძღვენიდან აარონისა და მისი ძეებისათვის იყოს. ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.
4
„‘და თუ შესწირავ შესაწირავად პურეულის ძღვენს თონეში გამოცხობილთაგან, იყოს წმიდა პურის ფქვილისაგან უფუარი პურები, ზეთში შერეულნი, და უფუარი ფუნთუშები ზეთწაცხებულნი.
5
და თუ შესაწირავი შენი პურეული ძღვენი ტაფაზეა გაკეთებული, მაშინ წმიდა პურის ფქვილი უნდა იყოს ზეთში შერეული, უფუარი იყოს.
6
დაანაწილე იგი ლუკმა-ლუკმად და დაასხი მასზე ზეთი: ეს ძღვენია პურეულისა.
7
და თუ შენი შესაწირავი პურეულის ძღვენია, ქვაბში გაკეთებული, მაშინ წმიდა პურის ფქვილი ზეთით უნდა გაკეთდეს.
8
და მიიტანე შენი ძღვენი, რომელიც გაკეთდება ამათგან, უფლისათვის და მიეცი იგი მღვდელს, და იგი მიიტანს მას სამსხვერპლოსთან.
9
და აიღებს მღვდელი ნაწილს ძღვენისაგან მის მოსაგონარს და დააკმევს სამსხვერპლოზე: ეს საცეცხლო შესაწირავია, კეთილსურნელებაა უფლისათვის.
10
ხოლო ნარჩენი პურეული ძღვენიდან აარონისა და მისი შვილებისა იყოს. ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო შესაწირავთაგან.
11
„‘და არც ერთი ძღვენი პურეულისა, რომელსაც შესწირავთ უფალს, არ უნდა იყოს საფუარიანი, რადგან არც საფუარი, არც თაფლი არ უნდა აკმიოთ უფლის საცეცხლო შესაწირავზე.
12
პირველნაყოფთა შესაწირავად შესწირეთ ისინი უფალს, და სამსხვერპლოზე არ ავიდეს საამურ კეთილსურნელებად.
13
და ყოველი მსხვერპლი შენი ძღვენისა მარილით დაამარილე და არ დატოვო შენი მსხვერპლები შენი ღმერთის აღთქმის მარილის გარეშე. ყოველ შენს შესაწირავთან ერთად შესწირე მარილი.
14
„‘და თუ შესწირავ უფალს პურეულის ძღვენს პირველნაყოფთაგან – პირველ თავთავთაგან, ცეცხლზე მოხალული, დაღერღილი მარცვლით შესწირე შენს პირველნაყოფთა ძღვენი.
15
და დაასხი მასზე ზეთი, და დაადე მასზე გუნდრუკი; იგი ძღვენია პურეულისა.
16
და დააკმევს მღვდელი მის მოსაგონარს ღერღილისგან და მისი ზეთისაგან მთელი მისი გუნდრუკით საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27