bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Timothy 1
1 Timothy 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 2 →
1
პავლე, ქრისტე იესოს მოციქული, ჩვენი მხსნელი ღმერთისა და ჩვენი იმედის, ქრისტე იესოს ბრძანებით.
2
ტიმოთეს, ჩემს ერთგულ შვილს რწმენაში: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.
3
როდესაც მე მაკედონიაში მივდიოდი, გთხოვე, რომ დარჩენილიყავი ეფესოში და გემცნო ზოგიერთებისათვის, რომ ნუ ასწავლიან განსხვავებულს და
4
ნუ ერთობიან ზღაპრებითა და დაუსრულებელი საგვარტომო ნუსხებით, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიური განგების შემეცნებას რწმენით.
5
ხოლო ხარების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით,
6
რასაც ზოგიერთები ასცდნენ და გადაუხვიეს ფუჭსიტყვაობისაკენ;
7
მათ სურთ რჯულის მოძღვარნი იყვნენ, არ კი გაეგებათ, რას ლაპარაკობენ და რას ამტკიცებენ.
8
ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული მაშინ არის კარგი, თუ ვინმე ჯეროვნად იყენებს მას.
9
ცნობილია, რომ რჯული მართალთათვის კი არ არის დადგენილი, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღვთოთა და ცოდვილთა, გარყვნილთა და უწმიდურთა, მამის და დედის მკვლელთა და კაცისმკვლელთათვის,
10
მეძავთა და მამათმავალთა, ადამიანების გამტაცებელთა და ცრუთა, ფიცის გამტეხთა და სხვათათვის, ვინც ეწინააღმდეგება საღ მოძღვრებას,
11
თანახმად კურთხეული ღმერთის დიდების სახარებისა, რომელიც მე მაქვს მონდობილი.
12
ვმადლობ მას, ვინც მომცა ძალა – ჩვენმა უფალმა ქრისტე იესომ, რომელმაც სარწმუნოდ შემრაცხა და განმაწესა მსახურებად,
13
მე, რომელიც უწინ მგმობელი, მდევნელი და მოძალადე ვიყავი, შემიწყალა, რადგან ასე ვიქცეოდი უმეცრებისა და ურწმუნოების გამო.
14
და უფრო მეტად გამრავლდა ჩემში ჩვენი უფლის მადლი რწმენით და სიყვარულით ქრისტე იესოში.
15
სარწმუნოა და მთლიანად შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოევლინა ქვეყნიერებას ცოდვილთა სახსნელად, რომელთა შორის პირველი მე ვარ.
16
სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ ჩემში იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა მთელი თავისი სულგრძელება სამაგალითოდ მათთვის, ვინც ირწმუნებს მას საუკუნო სიცოცხლისათვის.
17
ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელს, უხილავს, ერთადერთ ღმერთს – დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
18
ამ მცნებას შენ განდობ, შვილო ტიმოთე, შენზე წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო, როგორც კარგმა მეომარმა,
19
გქონდეს რწმენა და კეთილი სინდისი, რომელიც უარყვეს ზოგიერთებმა და დაიმსხვრა მათი რწმენის ხომალდი.
20
მათგან არიან ჰიმენეოსი და ალექსანდრე, რომლებიც სატანას გადავეცი, რათა ისწავლონ, რომ აღარ გმობდნენ.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6